Yuri Baramidze
Quick Facts
Biography
იური (იურა) შერმადინის ძე ბარამიძე (დ. 26 აპრილი, 1931, სოფ. ზემო სურები, დღ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი — გ. 10 დეკემბერი, 2019, თანიანთკარი) — ქართველი დოკუმენტური კინოს ოპერატორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979).
სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადავიდა. 9 თვე სწავლობდა პლეხანოვზე არსებულ კინოსტუდიაში. 1953 წლიდან მუშაობდა კინოში. მისი გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია: „დარტყმა ღრუბლებზე“ (1961; მიიღო ლომონოსოვის პრემია), „ობსერვატორია მთებში“ (1962), „ჯიხვი იცვლის ბილიკს“ (1964), „ვარძია“ (1967), „კლდის ვეფხვი“ (1968), „საქართველოს ფლორა და ფაუნა“ (1970), „აბრეშუმი“ (1972), „არ დაიდარდო, დედაო...“ (1975), „კაცობრიობის გაზაფხული“ (1975), „მირზა გელოვანი“ (1976), „ბასკთა ქვეყანაში“ (1976), „კვალი ნათელი“ (1978), ფილმი-დილოგია („ფურცლები ფრანგული დღიურიდან“ და „პირველად იყო სიტყვა“, 1983, გენო რეხვიაშვილთან ერთად), „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ (1985), „ნაძარცვის კვალდაკვალ“ (1987, გენო რეხვიაშვილთან ერთად), „შორიელთა სიახლოვე“ (1987, გენო რეხვიაშვილთან ერთად).
სიცოცხლის ბოლო წლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თანიანთკარში ცხოვრობდა.
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 356.
რესურსები ინტერნეტში
- იური ბარამიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იური ბარამიძე დაარქივებული 2019-12-12 საიტზე Wayback Machine. — ეროვნული ფილმოგრაფია
- ეპოქის ფრაგმენტები — კინოოპერატორი იური ბარამიძე YouTube-ზე