Vazha Abakelia
Quick Facts
Biography
ვაჟა აბაკელია (დ. 26 ოქტომბერი, 1948, მარტვილი — გ. 12 ივლისი, 2019) — ქართველი იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი და თანანმდებობის პირი. 1990–1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1948 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ მარტვილში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
იყო თბილისის პარტიული ორგანიზაციების მუშაკი 1971–1979 წლებში. 1980–1990 წლებში მუშაობდა მოსამართლედ. 1991 წელს იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. 1990–1991 წლებში კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ასევე სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარე. თბილისის ნაძალადევის რაიონის სახალხო მოსამართლე, მარტვილის სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, საქართველოს კპ მარტვილის რაიკომის მდივანი.
ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე, იუსტიციის ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი.
გარდაიცვალა 2019 წლის 12 ივლისს.
ლიტერატურა
- კობა ამირხანაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015, გვ. 54, თბ., 2015.
რესურსები ინტერნეტში
- ვაჟა აბაკელია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვაჟა აბაკელია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი