Varlam Khurodze
Quick Facts
Biography
ვარლამ ადამის ძე ხუროძე, (ფსევდონიმი მალაქიაშვილი) (დ. 1 ოქტომბერი/ 13 ოქტომბერი, 1883, მათხოჯი, ხონის რაიონი ― გ. 10 ივნისი, 1939, თბილისი) — ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, პედაგოგი. სკკპ წევრი 1905-იდან.
ბიოგრაფია
1913 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1903, პირველი მოთხრობა "დედის მსხვერპლი" - 1904. ხუროძის მოთხრობები, პიესები, რომანები, ლექსები, პედაგოგიური და კრიტიკული-პუბლიცისტური წერილები 10-იანი წლებიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პრესაში. იყო ე. წ. დემოკრატიული მწერლობის მიმდევარი. მისს რომანებში "შოთა ბროლიძე" (1911), "სამნი" (1926), "დათოვლილი გვიტგვინი", მოთხრობებში "ორი საფლავი" (1905), "კეკელოს თავგადასავალი", "ობლები" (ორივე 1912) და სხვ.
წარმოსახულია რევოლუციამდელი გლეხობის გაჭირვებული ცხოვრება, რევოლუციური-განმათავისუფლებელი ბრძოლა, დახატულია თავდადებულ რევოლუციონერთა სახეები.
ლიტერატურა
- მირიანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 518, თბ., 1987 წელი.