Valentin Gigineishvili
Quick Facts
Biography
ვალენტინ მირიანის ძე გიგინეიშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1887/1 იანვარი, 1888, ჯურუყვეთი, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ― გ. 10 აგვისტო, 1979, თბილისი) — ქართველი გეოფიზიკოსი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). ქართული სინოპტიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი.
1911 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი. 1912-1930 ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობა. 1929 წლიდან მუშაობდა საქართველოს გეოფიზიკის ობსერვატორიაში, რეორგანიზაციის შემდეგ (1953-იდან) იყო ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ახლანდელი ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი) სინოპტიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ამინდის ბიუროს კონსულტანტი. ძირითადი შრომები აქვს სინოპტიკური მეტეოროლოგიისა, აგრეთვე სეისმოლოგიის დარგში.
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 152, თბ., 1978 წელი.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 614, თბ., 1997 წელი.