Tinatin Ochiauri
Quick Facts
Biography
თინათინ ოჩიაური (დ. 27 ოქტომბერი, 1920, ახიელი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 18 ოქტომბერი, 2010) — ქართველი ეთნოლოგი, ისტორიკოსი და მეცნიერი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1950), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969).
დაიბადა ეთნოგრაფ ალექსი ოჩიაურის ოჯახში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სამეცნიერო მოღვაწეობა ქართული ეთნოლოგიური მეცნიერებისფუძემდებლების გიორგი ჩიტაიასა და ვერა ბარდაველიძის გვერდით დაიწყო; იგი ძირითადად ქართველ მთიელთა სულიერი კულტურის საკითხებზე მუშაობდა და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდაივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოლოგიური კვლევის განყოფილებას. მან პირველმა შეისწავლა საქართველოში რჩეულობის ინსტიტუტი ხევსურული ქადაგობის მაგალითზე; მანვე ერთ-ერთმა პირველმა, საქართველოში მითოლოგიური გადმოცემები ისტორიული მიდგომით გამოიკვლია.
რესურსები ინტერნეტში
- თინათინ ოჩიაური — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი