Tinatin Kaukhchishvili
Quick Facts
Biography
თინათინ ყაუხჩიშვილი (დ. 10 მაისი, 1919, თბილისი — გ. 2011, იქვე) — ქართველი მეცნიერი და ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1975), სიმონ ყაუხჩიშვილის შვილი.
ბიოგრაფია
1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილება. 1945–1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1999 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს ეროვნული აკადემიის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
მისი სამეცნიერო საქმიანობა მოიცავდა ბერძნულ ეპიგრაფიკას, ანტიკურ წყაროებს საქართველოს შესახებ, ასევე ანტიკურ ლიტერატურას, კერძოდ,ძველბერძნულ ენას. არის 120-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. კითხულობდა ლექციებს ლენინგრადის (ახლანდელი სანქტ-პეტერბურგი), იენისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში.
არის საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1975) და ღირსების ორდენის კავალერი (1999). ასევე მიღებული აქვს სიმონ ყაუხჩიშვილის სახელობის პრემია (2008).
ლიტერატურა
- ინაძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 631, თბ., 1986 წელი.
რესურსები ინტერნეტში
- თინათინ ყაუხჩიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თინათინ ყაუხჩიშვილი — ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია
- ხსოვნა: აკადემიკოსი თინათინ ყაუხჩიშვილი — გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“.