Tamar Teneishvili
Quick Facts
Biography
თამარ თენეიშვილი (დ. 16 მარტი, 1919,სოფ. ბახვი, ოზურგეთის რაიონი — გ. 5 დეკემბერი, 1991) — ქართველი გეოგრაფი და პედაგოგი. პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებელი (1973).
ბიოგრაფია
თამარ თენეიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტის საორგანიზაციო მეთოდური დარგი 1932 წელს.
1932–1937 წლებში მუშაობდა გორის პედაგოგიური სასწავლებლის დირექტორის მოადგილედ სასწავლო დარგში, აქვე ასწავლიდა გეოგრაფიასა და პედაგოგიკას; 1939–1943 წლებში სწავლობდა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის (განსახკომი) დაწყებითი და საშუალო სკოლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკის სპეციალობაზე.
1954 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1949–1952 წლებში მუშაობდა თბილისის მე-10 საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, ხოლო 1952–1954 წლებში თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში; 1958–1973 წლებში კითხულობდა ლექციებს გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.
ბიბლიოგრაფია
- საქართველოს სსრ გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკა. თბ., 1956.
რესურსები ინტერნეტში
- თამარ თენეიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი