peoplepill id: tamar-skhirtladze
TS
Russia Georgia
7 views today
33 views this week
Tamar Skhirtladze
Soviet and Georgian actress

Tamar Skhirtladze

The basics

Quick Facts

Intro
Soviet and Georgian actress
A.K.A.
Tamara Skhirtladze
Gender
Female
Place of birth
Lagodekhi, Lagodekhi Municipality, Kakheti, Georgia
Age
93 years
The details (from wikipedia)

Biography

თამარ სხირტლაძე (დ. 2 მაისი, 1929, ლაგოდეხი — გ. 23 ნოემბერი, 2022) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1976), საქართველოს სსრ-ის „ხუთწლედის მატიანის“ პრემიის ლაურეატი (1980), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1990), თბილისის საპატიო მოქალაქე (2016).

ბიოგრაფია

თამარ სხირტლაძე დაიბადა 1929 წელს, ლაგოდეხში. 1949 წელს დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. იმავე წლიდან ჩაირიცხა კ. მარჯანიშვილის თეატრის დასში, სადაც 1967 წლამდე მოღვაწეობდა. 1967–1975 წლებში რუსთავის თეატრის მსახიობი იყო, ხოლო 1975 წლიდან კვლავ კ. მარჯანიშვილის თეატრში მოღვაწეობდა. თამარ სხირტლაძე მრავალფეროვანი მსახიობი იყო. მისი შესრულება გამოირჩევა სცენური სიმართლით, უშუალობით, ლირიზმით. როლები: ფოსინე (კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“), მაყვალა (მ. ბარათაშვილის „მარინე“), ლამაზისეული (ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“), მზევინარი (ა. ყაზბეგის „მოძღვარი“), მაია (დ. კლდიაშვილის „უბედურება“), მისის პირსი (ბ. შოუს „პიგმალიონი“), გვირისტინე (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), კაკანო (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის „მე ვხედავ მზეს“), ლუჩია პეტრელა (ე. დე ფილიპოს „კომედიის ხელოვნება“), მასწავლებელი (ზ. სკოვრონსკის „მაესტრო“), გონერილა (უ. შექსპირის „მეფე ლირი“), ეკა (ო. იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“), დედა (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“), დარია (ი. გარუჩავას და პ. ხოტიანოვსკის „შენი მიწა“) და სხვ.

თამარ სხირტლაძე უხუცეს მსახიობად ითვლებოდა ქართულ კინოსა და თეატრში. მან მოხსნა ცნობილი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდი (70 წელი გაატარა სცენაზე). თამარ სხირტლაძეს მოიხსენიებენ როგორც „მსახიობი ასაკის გარეშე“. მას ჰყავდა ერთადერთი შვილი მსახიობი თაზო თოლორაია, რომელიც გარდაიცვალა 2004 წელს. მისი მეუღლე ასევე მსახიობი კოტე თოლორაია გარდაიცვალა 2017 წელს.

2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს, მას მიენიჭა „წლის პერსონის“ წოდება ჯაზ-მომღერალ გიული ჩოხელთან ერთად. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი“.

გარდაიცვალა 2022 წლის 23 ნოემბერს, 93 წლის ასაკში.

ფილმოგრაფია

  • 1971: „გათენების წინ“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
  • 1975: „ერთი ნახვით შეყვარება“ რეჟ. რეზო ესაძე
  • 1975: „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
  • 1975: „მოხეტიალე რაინდები“ რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
  • 1976: „თვალი პატიოსანი“ რეჟ. შოთა მანაგაძე
  • 1979: „წინაპართა მიწა“ () რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გიული ჭოხონელიძე
  • 1979: „მეცამეტე გოჭი“ რეჟ. რევაზ ჭარხალაშვილი
  • 1982: „ქართლოსიანთა საკურთხეველი“ () რეჟ. ალინა აბაშმაძე
  • 1982: „გზის დასაწყისი“ რეჟ. ლიანა ელიავა
  • 1983: „დღეს ღამე უთენებია“ () რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • 1984: „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ () რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
  • 1984: „სკაპენის ოინები“ რეჟისორები გიორგი კალატოზიშვილი, მიხეილ კალატოზიშვილი (უმცროსი)
  • 1984: „ზოგი ჭირი მარგებელია“ () რეჟ. პავლე ჩარკვიანი
  • 1984: „ადამიანთა სევდა“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
  • 1985: „დედუნა“ რეჟ. დავით ჯანელიძე
  • 1986: „ექვსი თოვლიანი დღე“ რეჟ. იური კვაჭაძე
  • 1986: „მოდი, ვილაპარაკოთ“ () რეჟ. რამაზ გიორგობიანი
  • 1986: „ორომტრიალი“ რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • 1987: „ფესვები“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
  • 1988: „როდესაც ჩაგიქროლებს, როდესაც ჩაგივლის“ რეჟ. კახა მელითაური
  • 1988: „გრაციოზო“ რეჟ. არმაზ ბურნაძე
  • 1988: „წინამორბედი“ რეჟ. იური კვაჭაძე
  • 1988: „მეტიჩარა“ () რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
  • 1989: „თეთრი დროშა“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
  • 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ () რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
  • 1990: „ზვარაკი“ რეჟ. გენო ჩირაძე
  • 1992: „ოქროს ობობა“ () რეჟისორები მიხეილ ანთაძე, გოგი ქავთარაძე, დავით კვირცხალია
  • 1992:"ვალსი პეჩორაზე" რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • 1993: „ციხე-სიმაგრე“ რეჟ. დავით ჯანელიძე
  • 1993: „კალმასობა იოანესი“ რეჟ. ზურაბ მექვაბიშვილი
  • 1998: „ლუკას სახარება“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
  • 1999: „მიჯაჭვული რაინდები“ () რეჟ. გოდერძი ჩოხელი
  • 2000: „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“ რეჟ. ნანა ჯორჯაძე
  • 2000: „ნუცას სკოლა“ () რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
  • 2003: „სიყვარულის ცეცხლი“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
  • 2009: „ჯართოსანი“ () რეჟ. ნონა გიუნაშვილი
  • 2011: „გული+“ რეჟ. ირაკლი ჩხიკვაძე
  • 2012: „...37“ რეჟ. დემეტრე (დუტა) სხირტლაძე

ნათამაშები როლები

მარჯანიშვილის თეატრი

  • კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“ ()
  • მარიკა ბარათაშვილის „მარინე“ ()
  • ილია ჭავჭვაძის „კაცია-ადამიანი?!“ ()
  • ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“ ()
  • დავით კლდიაშვილის „უბედურება“ ()
  • ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“ ()
  • პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“ ()
  • უილიამ შექსპირის „მეფე ლირი“ ()
  • ოტია იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაცაცი“ ()
  • ნოდარ დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“ ()
  • ალეხანდრო კასონას „ეუხენა ბალბოა“ ()

ჯილდოები

  • 1976: საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1980: საქართველოს სსრ „ხუთწლედის მატიანის“ პრემია კინოფილმში „დღეს ღამე უთენებია“ მთავარი როლის შესრულებისთვის
  • 1990: საქართველოს სახალხო არტისტი
  • 2016: თბილისის საპატიო მოქალაქე

ლიტერატურა

  • საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, თბ., 1989. — გვ. 42.
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 847, ISBN 99928-20-32-2.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Tamar Skhirtladze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Tamar Skhirtladze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes