peoplepill id: sulkhan-chavchavadze
SC
Russia Georgia
5 views today
5 views this week
Sulkhan Chavchavadze
Georgian public figure

Sulkhan Chavchavadze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian public figure
Gender
Male
Place of birth
Tbilisi, Tiflis Uyezd, Georgia Governorate, Georgia
The details (from wikipedia)

Biography

სულხან ჭავჭავაძე (დ.22 აპრილი, 1869 — გ. ?) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, თავად-აზნაურ ჭავჭავაძეთა გვარის წარმომადგენელი. მის სახელთან ასოცირდება ვაზისუბნის მამული — ვაზისუბანში არსებული სულხან ჭავჭავაძის სასახლე.

ცხოვრება და ოჯახი

სულხან გიორგის ძე ჭავჭავაძე 1869 წლის 22 აპრილს, ვაზისუბანში „კოლეჟსკი რეგისტრატორის“, გიორგი სულხანის ძე ჭავჭავაძისა (1825-1879) და ნინო ქაიხოსროს ასულის სოლაღაშვილის (1853-1907) ოჯახში დაიბადა .

10 წლის ასაკში მამით დაობლებული სულხანის აღზრდა დედამ იკისრა, რომელმაც ერადერთ შვილს იმ დროისათვის კარგი განათლება მისცა.

იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი და მისი წარმომადგენელი სიღნაღის მაზრაში. სწორედ, ამ სტატუსით უნდა დაეარსებინა მას 1897 წელს საეკლესიო სკოლა ურიათუბანში, სადაც 48 მოსწავლე სწავლობდა. აქ წერა-კითხვასთან ერთად ასწავლიდნენ: ღვთისმეტყველებას, არითმეტიკას, ვაჟებს — მეღვინეობა-მევენახეობას და მებაღეობას, გოგონებს — ხელსაქმეს. ამ საქმეში მას აქტიურ დახმარებას უწევდა მეუღლე ნინო ქაიხოსროს ასული ტუსიშვილი.

მათ შეეძინათ 6 შვილი: გიორგი, კონსტანტინე, ტატიანა, მარიამი, თინათინი და ზურაბი.

აღსანიშნავია სულხან ჭავჭავაძის ღვაწლი ქართული ფოლკლორის განვითერებაში. იყო ვანო სარაჯიშვილის მეგობარი და მოამაგე. მან დიდი როლი ითამაშა სარაჯიშვილის ნიჭის ხელშეწყობასა საქვეყნოდ წარმოჩენებაში.

1893 წელს, რეპრესიებისა და შევიწროებების მიზეზით, სულხან ჭავჭავაძე იძულებული გახდა მიეყიდა საკუთარი მამული საუფლისწულო უწყებისთვის.

სულხანის მეგობრები ქართულ გენოფონდს წარმოადგენდნენ. ვანო სარაჯიშვილის გარდა მათ რიცხვში შედიოდნენ: სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი დიმიტრი ჩოლოყაშვილი, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ალექსანდრე ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილის გამზრდელი ბიძა კიკო ვახვახიშვილი, კამერ-იუნკერი მაქსიმილიან ჭავჭავაძე, პირველი მსოფლიო ომის გენერალი გიორგი ამირეჯიბი, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე კოლა ერისთავი, კახეთის რკინიგზის მმართველი იოსებ მამაცაშვილი, გაზეთის „ცნობის ფურცელი“ რედაქტორი გვათუა და სხვა.

ამ პერიოდში სულხანს განსაკუთრებული საქმიანი კონტაქტები ჰქონდა თავის კოლეგა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრეცელებელი საზოგადოების წევრ გიგო დიასამიძესთან, ვისთანაც მას საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად საერთო სამეურნეო ინტერესებიც აერთიანებდა.

1907 წელს, „ქართველის ხალხის პეტიცია“ — (რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ „გეორგიევსკის ტრაქტატის“ პირობების დარღვევას შეეხებოდა) ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაიგზავნა. პეტიციის ავტორები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა ხელჰყო საქართველოს ავტონომია და საერთაშორისო თანამეგობრობას დახმარებას სთხოვდნენ. პეტიციის ხელმომწერთა შორის იყოს თავადი სულხან ჭავჭავაძე.

გიგო დიასამიძემ, რომელიც ჟურნალ „თემს“ ხელმძღვანელობდა, რაჭაში დააარსა მებაღეობა-მევენახეობის ამხანაგობა „ალექსანდროული“, რომელთანაც სულხან ჭავჭავაძე აქტიურად თანამშრომლობდა. თუმცა მათ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს — 1921 წლის დასაწყისში, როგორც ჩანს, მათ ერთად დატოვეს სამშობლო.

მამული (სასახლე)

ადგილას, სადაც დღეს სულხან ჭავჭავაძის სასახლე დგას, ჭავაჭავაძეები XVIII საუკუნის I ნახევრიდან ფლობდნენ. სიმბოლურად მას ორი სულხანის სასახლეც შეიძლება ეწოდოს, რამდენადაც აქ პირველი შენობა ჯერ კიდევ სულხან მერაბის ძე ჭავჭავაძის (1793-... წწ.) დროს უნდა იყოს აშენებული.

სულხან ჭავჭავაძემ (გიორგის ძე)  მამულების დიდი ნაწილი, მამისაგან მემკვიდრეობით მიიღო. იგივე „მემკვიდრეობით“ მიიღო მან უზარმაზარი მეურნეობის მოვლა-პატრონობის პასუხისმგებლობაც, რომელიც დიდ ცოდნას, ენერგიას, მოთმინებას და მასთან ერთად სოლიდურ კაპიტალდაბანდებას თხოულობდა. როგორც ჩანს, სულხანმა სასახლეში მთელი თავისი გემოვნება, ფული და სიყვარული  ჩადო. სწორედ ამიტომ იგი სულხან ჭავჭავაძის სასახლის სახელით შემორჩა სოფელსაც და ისტორიასაც. საკმაოდ ძვირი უნდა დამჯდარიყო სასახლის მშენებლობაც, რაც იმ დროში მხოლოდ ძალზე იშვიათებს თუ შეეძლოთ.

სასახლე სოფ. ვაზისუბნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს (GPS კოორდინატები: N -41.81244; E – 45.70004).

იგი წარმოადგენს XIX საუკუნის ხუროთმოძვღრების საყურადღებო ნიმუშს, სადაც შერწყმულია ადგილობრივი და ევროპული არქიტექტურის ელემენტები, რომელშიც პრიორიტეტი ევროპულს აქვს მინიჭებული. ამ ტიპის სასახლე კახეთში სულ ორია: ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდალში და სულხან ჭავჭავაძის ვაზისუბანში. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთსა და იმავე დროს, ერთი და იგივე ავტორის მიერ უნდა იყოს აგებული ან რესტრუქტირებული.

სასახლე სამსართულიანია. ნაგებია მართკუთხა, ე.წ. „რუსული აგურით“. ფასადები კირითაა შებათქაშებული და შეთეთრებული. აქვს საკმაოდ რთული და ორიგინალური დაგეგმარება. სასახლეში 3 შესასვლელით დასავლეთის, სამხრეთის და აღმოსავლეთის მხრიდანაა შესვლა შესაძლებელი. მათგან მთავარი  უნდა ყოფილიყო დასავლეთის შესასასვლელი. აღმოსავლეთის კარებს ეზოში გასასვლელის ფუნქცია ჰქონდა, სამხრეთისას კი - დამხმარეს ფუნქცია. აღმოსავლეთის კარების მარცხენა მხარეს მდებარეობდა სარდაფში ჩასასვლელი კიბე. სასახლის პირველ და მეორე სართულებზე მოწყობილია სწორკუთხა, ფართე აივნები. ჩრდილო-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთის კუთხე ბოლოვდება წრიული გეგმის ღია ფანჩატურით, რომელიც პირველი სართულის აივნის გაგრძელებას წარმოადგენს. აივნის რიკულები ჩამოსხმული ცემენტისაა. ასეთივე რიკულები ამშვენებს აღმოსავლეთ შესასვლელის კიბეს. ფანჩატურის აღმოსავლეთ ფასადზე ბათქაში ჩამოცვენილია და ჩანს კარი, რომელიც მოგვიანებით ამოუქოლავთ. ინტერიერის განაწილება უსისტემოა - ყველა სართულზე, შენობას შუა ნაწილში გასდევს ვიწრო, აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე მიმართული დერეფანი, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ განთავსებულია ფართე, ნათელი ოთახები. შიდა კიბე გამართულია დერეფნის შუა ნაწილში. მეორე სართულის დერეფანი აღმოსავლეთით მდებარე აივანზე გადის.

სასახლის წინ მოზრდილ ტერიტორიაზე დეკორატიული ბაღი, ვენახი და ტყე ყოფილა გაშენებული.

1893 წლიდან ვაზისუბნის მამული და სასახლე რომანოვების საუფლისწულო უწყების მფლობელობაში გადავიდა.

მევენახეობა

თავადი სულხან ჭავჭავაძე თანხების უდიდეს ნაწილს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას ახმარდა, რომლიც 20 ჰექტარამდე უნდა ყოფილიყო გაშენებული. იგი მუდმივად მიისწრაფოდა სიახლეების დანერგვისკენ; ზრუნავდა რწყვის სისტემის მოწესრიგებასა და სრულყოფაზე. იყო კახეთის რკინიგზნის მშენებლობის საზოგადოებების აქტიური წევრი, კახეთში სატელეფონო ხაზის გაყვანის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც 1895 წელს განახორციელა შვედურმა ფირმა „ერიქსონმა“.

სულხან ჭავჭავაძე იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების წევრი და აქტივისტი. იგი მუდმივად ინტერესდებოდა მევენახეობაში დასანერგი სიახლეებით. მას თავის მამულებში ქართული ვაზების გვერდით გაუშენებია ევროპულ ჯიები: პინო, რესლინგი, ალიგოტე, სოვინიონი.

1922 წელს ურიათუბანში აკადემიკოს სოლომონ ჩოლოყაშვილის თაოსნობით სასახლის ბაზაზე დაარსდა კახეთის მევენახეობის საცდელი სადგური, რომლის საფუძველზეც 1930 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.

სქოლიო

  1. სულხან გიორგის ძე ჭავჭავაძე
  2. ნეტგაზეთი - ხელმომწერთა სია
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Sulkhan Chavchavadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Sulkhan Chavchavadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes