peoplepill id: simon-kintsurashvili
SK
Georgia
3 views today
3 views this week
Simon Kintsurashvili
Georgian architect

Simon Kintsurashvili

The basics

Quick Facts

Intro
Georgian architect
Places
Work field
Gender
Male
Place of birth
Kutaisi, Imereti, Georgia
Place of death
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Soviet Union, Georgia
Age
69 years
The details (from wikipedia)

Biography

სიმონ კინწურაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1924, ქუთაისი — გ. 23 დეკემბერი, 1993, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე.

ბიოგრაფია

სიმონ შალვას ძე კინწურაშვილი დაიბადა 1924 წელს ქუთაისში. 1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. 1951–1953 წლებში მუშაობდა „თბილქალაქპროექტის“ არქიტექტორად, 1953–1962 წლებში — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლად. 1962–1980 წლებში იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, 1970 წლიდან გარდაცვალბამდე — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურული პროექტების კათედრის დოცენტი. 1980 წლიდან გარდაცვალებამდე იგი მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის რედაქციის გამგედ. ავტორია გეგმარებითი პროექტების, სტატიების, გამოფენებისა და სხვა. გარდაიცვალა 1993 წელს თბილისში.

სიმონ კინწურაშვილის სცენარის მიხედვით გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „ძველი ქუჩა“ (1981; რეჟ. მ. გაგუა).

მიღებული აქვს „საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის“ წოდება (1980) და „საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემია“ (1993) მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

1947 წლიდან 1991 წლამდე, სანამ დაიშლებოდა სსრკ-ის კომუნისტური პარტია, კინწურაშვილი იყო პარტიის წევრი.

ბიბლიოგრაფია

  • სიმონ კინწურაშვილი (ხელმძღვანელი), ვახტანგ დოლიძე, უშანგი სიდამონიძე, გიორგი ცქიტიშვილი, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5., თბ.: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,1990.
  • სიმონ კინწურაშვილი, ელგუჯა ამაშუკელი : შემოქმედება, საქართველოს სსრ საზოგადოება „ცოდნა ხალხს“,, თბ., 1984.
  • სიმონ კინწურაშვილი, ალექსი მიმინოშვილი : ქართველი ხუროთმოძღვარის დაბადების 60 წლისთავის გამო, თბ., 1974.
  • სიმონ კინწურაშვილი, კონსტანტინე ჩხეიძე : ქართველი ხუროთმოძღვარი, თბ., 1974.
  • ოთარ ტყეშელაშვილი, სიმონ კინწურაშვილი, თბილისი, თბ., 1971.
  • თეიმურაზ კანდელაკი, სიმონ კინწურაშვილი საქართველოს კურორტების მომავალი // საბჭოთა ხელოვნება, თბ., 1967, № 1.
  • მერი კარბელაშვილი, სიმონ კინწურაშვილი, ნოდარ ჯანბერიძე, თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, თბ., 1958.
  • Нодар Джанберидзе, Симон Кинцурашвили Архитектура Советской Грузии. — М. – Тб., 1958.
  • Нодар Джанберидзе, Мери Карбелашвили, Симон Кинцурашвили Архитектура Тбилиси : Путеводитель. — Тб.: Сабчота Сакартвело, 1961.
  • Симон Кинцурашвили Архитектура Советской Грузии. — М., 1974.
  • სიმონ კინწურაშვილი, ლონგინოზ სუმბაძე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 604.

ჯილდოები

  • საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980)
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკოს დარგში (1993)

ლიტერატურა

  • კინწურაშვილი სიმონ შალვას ძე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 528.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Simon Kintsurashvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Simon Kintsurashvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes