peoplepill id: shalva-chkhetia
SC
Russia Georgia
6 views today
6 views this week
Shalva Chkhetia
Georgian historian

Shalva Chkhetia

The basics

Quick Facts

Intro
Georgian historian
Work field
Gender
Male
Place of birth
Georgia
Place of death
Tbilisi, Georgia
Age
78 years
Education
Kutaisi classical gymnasium
Tbilisi State University
The details (from wikipedia)

Biography

შალვა ყარამანის ძე ჩხეტია (დ. 10 აგვისტო, 1899, კორცხელი, ზუგდიდის რაიონი — გ. 4 მარტი 1978, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, არქივმცოდნე და საზოგადო მოღვაწე, დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია

შალვა ჩხეტია დაიბადა ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ჯერ კორცხელის ერთკლასიან, შემდეგ დარჩელის ორკლასიან სასწავლებელში. სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1918 წელს. ამავე წელს ის ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიურ (სიბრძნისმეტყველების) ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1923 წელს.

შალვა ჩხეტიამ1923 წელსმუშაობა დაიწყო თბილისის მე-11 ტექნიკუმში, ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად.

1924 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურ არქივში სხვადასხვა თანამდებობაზე: ინსპექტორი, საინსპექტორო-საინსტრუქტორო განყოფილების გამგე, საორგანიზაციო განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, სამეცნიერო-მეთოდიკური განყოფილების გამგე და არქივთმეცნიერების კაბინეტის გამგე. 1929 წლიდან შალვა ჩხეტიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის კათედრაზე, ასპირანტის თანამდებობაზე მიიწვიეს.

1933 წლიდან თანამშრომლობს სამეცნიერო აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალში უფროს მეცნიერ-მუშაკად.

პედაგოგიური მოღვაწეობა

შალვა ჩხეტია, პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. 1933 -1936 წლებში მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში კითხულობდა არქეოგრაფიას, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - არქივთმეცნიერების კურსს. 1940 წლიდან თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში საქართველოს ისტორიის კურსი მიჰყავდა.

სამეცნიერო მოღვაწეობა

შალვა ჩხეტიას 1941 წელს მიენიჭა ისტორიის დოქტორის ხარისხი, 1942 წელს გახდა პროფესორი. სხვადასხვა დროს შალვა ჩხეტია მუშაობდა საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა დიდ არქივში: მოსკოვში, ლენინგრადში, ხარკოვში, კიევში, ყირიმში, ბაქოში, ერევანში, ეჩმიაძინში და სხვა.

შალვა ჩხეტია ეწეოდა ნაყოფიერ მეცნიერულ მოღვაწეობას საქართველოს ისტორიისა და არქივთმეცნიერებაში, რომელთა დიდი ნაწილი იბეჭდებოდა ცალკე წიგნებად, პერიოდულ გამოცემებში, პრესაში.

მისი უშუალო მონაწილეობით რუსეთის სიძველეთა საცავებიდან ჩამოტანილია არაერთი ხელნაწერი წიგნი და ისტორიული დოკუმენტი, რომელიცXIX ს. გატანილი იყო საქართველოდან სხვადასხვა პირის მიერ. მათ შორისაა: IX საუკუნის სახარება (ფ.N1446, ხელნაწერი N107) ჩამოტანილი ლენინგრადის საჯარო წიგნსაცავიდან, „სამართალი ვახტანგ VI-ისა“ (ფ.N1446, ხელნაწერი N115) ჩამოტანილია მოსკოვის ლაზარევის სახელობის ინსტიტუტიდან, „ვეფხისტყაოსანი“--გადაწერილი XVIII ს. (ფ. N1446, ხელნაწერი N166) და ბევრი სხვა.ეს ხელნაწერები დღემდე დაცულია საქართველოსეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში.

მრავალი წლის განმავლობაში შალვა ჩხეტია იყო საქართველოს მთავარი საარქივო სამართველოს პერიოდული გამოცემის „საისტორიო მოამბის“ რედაქტორი. შალვა ჩხეტიანაყოფიერი მუშაობისათვის დაჯილდოვდა საქართველოს და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელებით. იგი იყო ნიკო ბერძენიშვილის პრემიის ლაურეატი.

საინტერესოა შალვა ჩხეტიას შრომები: „აკაკი წერეთელი და სვანეთის აჯანყება“, „გენერალი ალ. ჭავჭავაძე“, „თბილისი თავისი ისტორიის გარიჟრაჟზე“, „საქართველოს დედაქალაქი თბილისი“ , „ამქრები და ხელოსნები თბილისში 1860-იან წლებში“, „თვითმპყრობელობის რეპრესიები 1905 წელს სამეგრელოში“, „თანამედროვე არქივთმეცნიერების პრობლემები და მეთოდები“და სხვა.

პირადი არქივი

შალვა ჩხეტიას პირადი არქივი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, სადაც თავმოყრილია როგორც მისი ბიოგრაფიული ხასიათის მასალები, დაბადების მოწმობა, ატესტატი, თსუ დამთავრების დიპლომი, დახასიათებები, ავტობიოგრაფიები, სიგელები, ისე სამსახურებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალები, ხელნაწერი და ნაბეჭდი მონოგრაფიები, წერილები, რეფერატები, მოხსენებები, ამონაწერები სხვადასხვა წყაროებიდან, რეცენზიები, ლექცია-კონსპექტები, პირადი მიმოწერა, ფოტოსურათები, წიგნები.

შალვა ჩხეტია გარდაიცვალა 1978 წელს თბილისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11
  • საქართველოს ეროვნული არქივი, ცენტრალური საისტორიო არქივი, შალვა ჩხეტიას პირადი ფონდი N2099
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Shalva Chkhetia is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Shalva Chkhetia
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes