peoplepill id: salome-jicia
SJ
Georgia
2 views today
1 views this week
Salome Jicia
Georgian operatic soprano

Salome Jicia

The basics

Quick Facts

Intro
Georgian operatic soprano
Places
Work field
Gender
Female
Place of birth
Zugdidi, Samegrelo-Zemo Svaneti, Georgia
Age
38 years
The details (from wikipedia)

Biography

სალომე ჯიქია (დ. 5 მარტი 1986, ზუგდიდი, საქართველო) — ქართველი საოპერო მომღერალი (კოლორატურული სოპრანო).

ბიოგრაფია

ბოლო დროის ერთ-ერთი წარმატებული ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია 1986 წლის 5 მარტს ზუგდიდში დაიბადა. მას საოპერო მუსიკის სიყვარული დედისგან გადაედო.

სალომემ სა­მუ­სი­კო ათ­წ­ლე­დი და თბილისის სახელმწიფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა ფორტეპიანოს განხრით დაამთავრა. სწავლის პარალელურად ოპერის თეატრის გარდერობში მუშაობდა და მომღერლობაზე ოცნება არ ასვენებდა. ­ბა­კა­ლავ­რიატის მე­სა­მე კურ­ს­ზე იყო, როდესაც მეცადინეობა დაიწყო ოპე­რის სო­ლისტ თე­მურ გუ­გუშვილ­თან და ნელ-ნელა, ბუნებრივად გადავიდა საფორტეპიანოდან საოპერო მუსიკაში.

2008-2011 წლებშივოკალის ხელოვნებასზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო სამუსიკო სკოლაში პროფესორ გოჩა ბეჟუაშვილთან ეუფლებოდა. 2013-2014 წლებში კი სწავლა იტალიის ქალაქ რომში, სანტა ჩეჩილიას ეროვნული აკადემიის საოპერო სტუდიაში განაგრძო ლეგენდარულ მომღერალ რენატა სკოტოსთან.

განათლება

თბილისის კონსერვატორია 2010 წელს დაამთავრა და მიიღო მაგისტრის ხარისხი ფორტეპიანოს სპეციალობაში, მისი პედაგოგი იყო მანანა დოიჯაშვილი. კონცერტებზე 2009 წლიდან გამოდიოდა, თავდაპირველად, როგორც პიანისტი, ზოგჯერ პირველ განყოფილებაში უკრავდა, მეორეში კი მღეროდა.

მოღვაწეობა

2010 წელს სალომე გახდა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ სტიპენდიანტი. 2012 წელს რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა. ის არის თურქეთის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის გრან-პრისა და სომხეთის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის, ასევე, ლადო ათანელის მომღერალთა საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი (2012 წელს).

სალომე ჯიქიას დებიუტი საქართველოში 2011 წელს შედგა, როდესაც საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „ღამის სერენადებში“ მიიღო მონაწილეობა. იტალიაში კი 2013 წელს გაიცნეს როზინას პარტიით მოცარტის ოპერაში „ცრუ უბრალოება“.

2014 წელსმომღერალი „მოცარტის საუკეთესო შესრულებისთვის“ ფრანსისკო ვინიასის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ბარსელონაში მაქს კლაინის და მადრონიტა ანდრეუს სახელობის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. 2016 წლის მაისში პოლონეთში სტანისლავ მონიუშკოს სახელობის IX საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე გადაეცა ქალის ვოკალის კატეგორიაში პირველი პრემია და აგრეთვე, პრიზი პოლონელი კომპოზიტორის მონიუშკოს ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის. გარდა ამისა, სალომე ჯიქია გახდა ლოძის დიდი თეატრის დირექციის პრიზის მფლობელი — სალომე ოპერა „ჰალკაში“ მონაწილეობისთვის მიიწვიეს.

სალომე ჯიქიას რეპერტუარია: ვიტელია - მოცარტის „ტიტუსის გულმოწყალება“ (ლოზანის საოპერო თეატრი); მატილდა - როსინის „ვილჰელმ ტელი“ (პალერმოს ოპერის თეატრი); ისმენე - მოცარტის „მითრიდატე პონტოელი“ (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი); ამენაიდა - როსინის „ტანკრედი“ (ლა მონეს თეატრი, ბრიუსელი); ვიოლეტა - ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“ (განასახიერა ბერლინის დოიჩე ოპერაში, პერგოლესის თეატრსა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში) და სხვა.

ქართველმა სოპრანომ 2017 წელს იმღერა ლონდონის სამეფო ოპერის თეატრ „კოვენტ-გარდენის“ სცენაზე დადგმულ მოცარტის ოპერა „მითრიდატე პონტოელში“ და შექებაც დაიმსახურა. მუსიკის ყველა მიმომხილველმა ერთხმად აღნიშნა და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სალომეს ვოკალურ და საშემსრულებლო ოსტატობას სიფარეს პარტიაში.

მომღერალი ევროპაში საკონცერტო პროგრამებითაც წარმატებით მოგზაურობს. განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია მისმა გამოსვლებმა ცნობილ ტენორ ხოსე კარერასთან ერთად. მათი ერთობლივი გამოსვლა პირველად„ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, ქუთაისში შედგა. როგორც ჩანს, ესპანელი ტენორი სალომეს ვოკალური შესაძლებლობებით მოიხიბლა და გამოსამშვიდობებელ მსოფლიო ტურნეში მიიწვია. მათ ერთად იმღერეს დუბაიში, ბრიუსელსა და სეულში.

­2019 წელს სალომე ჯიქია ვიხილეთ მარტინ სკორსეზეს დოკუმენტურ ფილმში, რომლისსახელწოდებაა „The Oratorio“. ფილმი ამერიკულ-იტალიური პროდუქციაა. მასში გადაღებულია კონცერტი, რომელიც 2018 წელს იტალიაში, კალიარის საოპერო თეატრსა და ნიუ-იორკში, წმინდა პეტრეს ტაძარში ჩატარდა. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 200 წლის წინ ამერიკელმა მსმენელმა სწორედ ამ ეკლესიაში მოისმინა პირველად იტალიური საოპერო მუსიკა მარია მალიბრანის შესრულებით.

სალომე ჯიქიას ევროპული გამოსვლები სულ უფრო ხშირად ექცევა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. მასზე ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ წერს: „ჩვენ ველით, რომ ახალგაზრდა ქართველი სოპრანო, მალე მსოფლიოს დაიპყრობს“.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Salome Jicia is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Salome Jicia
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes