peoplepill id: revaz-margiani
RM
Russia Georgia
7 views today
7 views this week
Revaz Margiani
Georgian poet

Revaz Margiani

The basics

Quick Facts

Intro
Georgian poet
was
Work field
Gender
Male
Place of death
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Soviet Union, Georgia
Age
67 years
Education
Tbilisi State University
Awards
Order of the Red Banner of Labour
 
Order of Friendship of Peoples
 
Order of the Badge of Honour
 
Order of the Badge of Honour
 
The details (from wikipedia)

Biography

რევაზაკაკის ძე მარგიანი (დ. 24 ნოემბერი, 1916, მულახი — გ. 1 ივნისი, 1984, თბილისი) — ქართველი პოეტი. სკკპ-ისწევრი 1947-დან.

ბიოგრაფია

1940 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1942 წელს მოხალისედ წავიდა დიდ სამამულო ომში. ომის შემდეგ იყო ჟურნალების„ოქტომბრელის“, „პიონერის“, „დროშის“, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნების“ დირექტორი. 1979-დან გამომცემლობა „მერანის“ დირექტორი.

პირველი ლექსი „მირანგულა“ 1934 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი „ლექსები“ — 1940. სამამულო ომის წლებში დაწერილმა ლექსებმა შეადგინა ეპიკური სულისკვეთებით გამსჭვალული წიგნი „მუმლი მუხასა“ (1946). შემდგომ კრებულში („მხოლოდ ახალი“, 1958; „მთანი მაღალნი“, 1960; „ლილე“, 1965; „გამოღვიძება“, 1966; „თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან“, 1975 და სხვ.), მხატვრულ დაოსტატებასთან ერთად, უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა მარგიანის შემოქმედების ტენდენციები და თავისებურებანი. მის თხზულებებში წარმოჩნდა სვანური ბუნება და მითოსი, რომელიც პოეტმა ორგანულად დაუკავშირა თანამედროვეობას („ოია ოიალე“,„ოიდა ნანაილა“, „მარილი“, „ელეგია მეგობრის სიკვდილზე“ და სხვ.). ფოლკლორული საწყისი მარგიანის ლექსში მაღალ პოეტურ კულტურასთან არის შეწქყმული („ამბავი რუსთაველის უშგულს მისვლისა“, „მარიხიი", „მუმლი მუხასაი“) და ორგანულადაა დაკავშირებული მის შემოქმედებით კრედოსთან („მეც ხომ ვარ...“, „ეს პირველ ქართულ ლექს...“, „მე მინდა ვიყო შემოდგომა“). პატრიოტიზმი, რომელიც იმისდროინდელი ლექსების წამყვანი მოტივი იყო, უფრო მაღალ ხარისხში აჟღერდა მარგიანის მომდევნო პერიოდის პოეზიაში („ქართლის ცხოვრების მემატიანე“. „...უენგუროდ გავძლებ განა“, „მე შენს კალთაზე მინდა ვიარო“, „შენ და ილია რომ არ გვყოლოდით“ და სხვ.). თავის მხრივ, გარდასული ომის გახსენება არაერთ შესანიშნავ ლექსს დაედო საფუძვლად („წლების სახსოვრად“, „იქ სიჭაბუკეს არ დავტოვებდი“, ლირიკული პოემა „მირზა გელოვანი“, „თოვაში შეხვედრა გაზაფხულთან“ და სხვ.). მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მის შემოქმედებაში ფილოსოფიური და სამიჯნურო ლირიკასაც („ჩემს ძველ ბინაში“, „ჩემი ერთი უფერულო დღე“, „და უნატრელი ის დღეც დადგება“, „გუშინ არ ვიყავ...“, „რა დრო გასულა“, „რა იქნებოდა ეს სიჭაბუკე“).

მარგიანის ლექსები თარგმნილია ყოფილ სსრკ-ის ხალხთა მრავალ ენაზე, აგრეთვე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუმინულ, პოლონურ, ბულგარულ ენებზე. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის, 2 „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 430, თბ., 1983 წელი.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 248, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Revaz Margiani is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Revaz Margiani
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes