peoplepill id: revaz-iashvili
RI
Georgia Russia
2 views today
2 views this week
Revaz Iashvili
Georgian physician

Revaz Iashvili

The basics

Quick Facts

Intro
Georgian physician
A.K.A.
რეზო იაშვილი
Work field
Gender
Male
Place of birth
Tbilisi
Place of death
Tbilisi
Age
68 years
The details (from wikipedia)

Biography

რევაზ (რეზო) იაშვილი (დ. 26 მაისი, 1926,თბილისი — გ. 22 ნოემბერი, 1994, თბილისი) — ქართველი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიოგრაფია

რევაზ იაშვილი დაიბადა 1926 წელს ქ. თბილისში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ, 1951 წელს დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი დარჩა ქ. მოსკოვში და მუშაობდა მოსკოვის ქირურგიულ, პროქტოლოგიურ და უროგინოკოლოგიურ კლინიკებში. 1954 წელს ჩამოვიდა საქართველოში. იმავე წელს გაგზავნეს ყაზახეთში, სადაც ხელმძღვანელობდა საავადმყოფოს მშენებლობას, რომლის დამთავრების შემდეგ სათავეში ჩაუდგა იმავე საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებას.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ რ. იაშვილი მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ქირურგიულ კათედრაზე ჯერ დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე. ბატონი რ. იაშვილი 1968 წელს სათავეში ჩაუდგა თავის მიერ ჩამოყალიბებულ პროქტოლოგიურ განყოფილებას, ხოლო 1981 წელს იგი ამავე ინსტიტუტის პროქტოლოგიის კათედრის გამგედ აირჩიეს. საბჭოთა კავშირში მას პირველს მიენიჭა პროფესორის წოდება პროქტოლოგიაში. იგი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი იყო, კარგად ფლობდა მუცლის ღრუს ქირურგიის ყველა ურთულესი ოპერაციის მეთოდიკასა და ტექნიკას. გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო შრომა და 3 მონოგრაფია, იყო 25-მდე გამოგონებისა და ახალი მეთოდების ავტორი.

რევაზ იაშვილი გადაიღეს ეპიზოდურ როლში ფილმში „ქეთო და კოტე“, ხოლო ფილმში „პეტრე ბაგრატიონი“ ასრულებდა რუსეთის არტილერიის მთავარსარდლის გენერალ ლევან იაშვილის როლს.

პროფესორ რევაზ იაშვილის ხელმძღვანელობით მომზადდა 2 მეცნიერებათა დოქტორის და რამდენიმე მეცნიერებათა კანდიდატის დისერტაცია. აქტიურად მონაწილეობდა კონფერენციისა და საერთაშორისო სიმპოზიუმების მუშაობაში უნგრეთში, ინგლისში, ირლანდიასა და საფრანგეთში. დაჯილდოებული იყო აკადემიკოს გ. მუხაძის სახელობის მედლით და საპატიო სიგელებით. გარდაიცვალა 1994 წელს, 67 წლის ასაკში. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.

ლიტერატურა

  • ი. დვალი, „ჩვენი რაჭა“, თბილისი, 2006.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Revaz Iashvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Revaz Iashvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes