Pavel Kostychev
Quick Facts
Biography
პავლე ანდრიას ძე კოსტიჩევი (რუს. Костычев, Павел Андреевич; დ. 12 თებერვალი/24 თებერვალი 1845, მოსკოვი — გ. 21 ნოემბერი/3 დეკემბერი 1895, პეტერბურგი) — რუსი მეცნიერი, თანამედროვე ნიადაგთმცოდნეობის ფუძემდებელი.
1869 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამიწათმოქმედო ინსტიტუტი. 1876 წლიდან პეტერბურგის სამიწათმოქმედო ინსტიტუტის და პეტერბურგის უნივერსიტეტში ჯერ მასწავლებელი იყო, შემდეგ — პროფესორი. 1878 წელს ნიადაგთმცოდნეობის კათედრასთან დაასრსა პირველი აგრონომიული ლაბორატორია რუსეთში. 1881 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერების მაგისტრის ხარისხი. მისი ძირითადი ნაშრომები ეხება ნიადაგთწარმოქმნის ბიოლოგიური საფუძვლებისა და ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების გზების შესწავლას. ავტორია „ნიადაგთმცოდნეობის“
(ნაწ. 1-3, 1886-1887) პირველი რუსული სახელმძღვანელოსი, მას ეკუთვნის აგრეთვე ორიგინალური სასწავლო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომები სოფლის მეურნეობაში.
თხზულებები
- Почвоведение, М.— Л., 1940;
- Почвы чернозёмной области России. Их происхождение, состав и свойства, М., 1949;
- Избр. труды, М., 1951 (имеется список трудов К.).
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 698, თბ., 1980 წელი.
- Виленский Д. Г., П. А. Костычев, Куйбышев, 1950;
- Храпков С. А., Павел Андреевич Костычев, М., 1954;
- Храпков С. А., Профессор П. А. Костычев, 3 изд., М., 1972.