peoplepill id: nugzar-ergemlidze
NE
5 views today
5 views this week
Nugzar Ergemlidze

Nugzar Ergemlidze

The basics

Quick Facts

The details (from wikipedia)

Biography

ნუგზარ ერგემლიძე (დ. 1 მაისი, 1955, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი მხატვარი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი, მწერალი, ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი. საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის და საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი (2008–2012).

ბიოგრაფია

დაიბადა ოთარ ერგემლიძისა და ვალენტინა კოპალეიშვილის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის №2 საშუალო სკოლა (ახლანდელი №1) ბათუმის სამხატვრო სკოლა. მე-5 კლასში პირველად მოისმინა ჯგუფ The Beatles-ის ჩანაწერები და შთაგონებულმა დაიწყო გიტარაზე დაკვრის სწავლა — ჯერ ბებიის, თამარ ქვარიანის, შემდეგ თვითმასწავლებლის სახელმძღვანელოთი. პარალელურად დაიწყო ლექსების წერა.

ნუგზარის შემოქმედებით დაინტერესდა ამჟამად ისრაელში მოღვაწე სოსო ბარდანაშვილი, რომელიც კონსერვატორიის სტუდენტი იყო. იგი მას უხსნიდა მუსიკალური ჰარმონიის საფუძვლებს და ლექსებსაც უსწორებდა.

1973 წელს ნუგზარმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც ასევე თვითმოქმედი ანსამბლის წევრიც იყო, უკრავდა ბას-გიტარაზე და საკუთარ სიმღერებს ასრულებდა. ანსამბლში ასევე შედიოდნენ ზურაბ მანაგაძე, ავთანდილ შარვაძე, ოთარ იაგორაშვილი, ავთო ფერაძე და სხვები.

1975 წელს რობერტ ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა ანსამბლი ვია 75. რობერტს სურდა როკ-ოპერის შექმნა და მის კომპოზიტორად სოსო ბარდანაშვილი აირჩია, ხოლო ლიბრეტოზე სამუშაოდ — ნუგზარი.

1978 წელს ნუგზარმა დაამთავრა სამხატვრო აკადემია და რამდენიმე ახალგაზრდულ გამოფენაში მონაწილეობაც მიიღო. თავდაპირველად მუშაობდა ტექნიკური ესთეტიკის ინსტიტუტში, თუმცა ვია 75-თანაც თანამშრომლობდა.

1980 წელს ვია 75-მა წარადგინა პროგრამა „რეტრო“, რომელშიც ნუგზარის ავტორობით (მუსიკა ან ტექსტი) რამდენიმე სიმღერაც შევიდა — „თუკი (პირველი სიყვარული)“, „ბაკურიანი“, „ლიანები“, „სადღაც“, „ფოთოლცვენა“, „როცა თოვლი მოვა“ და ა.შ.

სხვა საქმიანობა

ტელევიზია

1982 წლიდან ნუგზარ ერგემლიძე საქართველოს ტელევიზიის რედაქტორი იყო. მუშაობდა სხვადასხვა გადაცემის სცენარისტად. მათ შორის სხვადასხვა წლებში იყო: „რეტროვიზია“, „მეშვიდე ცა“, „რადიო რინგი“, „ცოცხალი პოკერი“, „მო-TV“, „რეტრომობილი“, „გემო-TV“, „ნაღდი შოუ“. მონაწილეობდა სხვადასხვა შოუში.

თანამშრომლობა

კომპოზიტორი

სხვადასხვა წლებში ნუგზარის სიმღერებს ვია 75-ის გარდა ასრულებდნენ: რობერტ ბარძიმაშვილის „ჯორჯია“, მერაფ სეფაშვილი, ვალერი ლომსაძე, „პირამიდა“, „ბარძიმი“, „სეფას ბიჭები“, მამუკა ონაშვილი, კაკო ვაშალომიძე, ზურაბ კობეშავიძე, ირმა სოხაძე, ქეთა თოფურია, ნეკა სებისკვერაძე, თემურ ბოჯგუა, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ მანაგაძე, მიხეილ ზაქარიაშვილი, მამუკა მესხი, ბესიკ კალანდაძე, თემურ რევაზიშვილი, კობა ბეჟიტაშვილი და სხვა.

ლექსების ავტორი

როგორც ლექსების ავტორი, თანამშრომლობდა ცნობილ კომპოზიტორებთან, რომელთა შორის იყვნენ — ალექსანდრე ბასილაია, ზურაბ მანაგაძე, რომან რცხილაძე, ვაჟა დურგლიშვილი, ზურაბ ჩინჩალაძე. არის გიორგი ცაბაძის უკანასკნელი სიმღერის „ქვეყნად სიყვარული მეფობს“ ლექსის ავტორი.

სხვადასხვა

1987 წელს გამომცემლობა „აჭარამ“ გამოსცა ნუგზარის ლექსებისა და რამდენიმე სიმღერის ნოტების კრებული. გამოცემული აქვს ორი რომანი — „ისევ საბჭოთა კავშირში“ (2012) და „მხატვარი და მარგარიტა ანუ მიწისძვრა ფიროსმანის ქუჩაზე“ (2009). პერიოდიკაში იბეჭდებოდა მისი ლექსები და მოთხრობები. 1988 წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი.

სხვადასხვა წლებში იმართებოდა ნუგზარის სიმღერების ბენეფისები. საბჭოთა პერიოდში გამოცემული გრამფირფიტების გარდა, 1998, 1999 და 2009 წლებში გამოცემულიაქვს კომპაქტ-დისკები. სხვადასხვა წლებში, ასევე, იმართებოდა მისი პერსონალური გამოფენები. მუშაობდა ორენოვან (ქართული და რუსული ენები) მიუზიკლზე — „ისევ საბჭოთა კავშირში“.

პოლიტიკური საქმიანობა

2008 წლის 27 მაისს საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ თავისი სიის მეხუთე ნომრად წარადგინა ნუგზარ ერგემლიძე. იგი2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრიპარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.თუმცა საჯარო სამსახურის პარალელურად განაგრძობდა შემოქმედებით მუშაობას.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 — კონკურსი „წლის საუკეთესო ავტორი შემსრულებელი“
  • 2006 — კონკურსი „ყველა თაობის საუკეთესო მომღერალი“
  • 2002 — კონკურსი „ოქროს იერუშალაიმი“, პირველი პრემია
  • 2000 — კონკურსი „წლის საუკეთესო სიმღერა“

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ნუგზარ ერგემლიძე · საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი (2008–2012). ფრაქცია „ძლიერი საქართველო“ — ფრაქციის წევრი (23.03.2009–03.10.2011), ფრაქციის მდივანი(03.10.2011–21.10.2012), ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი — კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (26.09.2008–21.10.2012). საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი. parliament.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
  2. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — ნუგზარ ერგემლიძე — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
  3. ნუგზარ ერგემლიძე · რადიო „ფორტუნა“. fortuna.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
  4. ნუგზარ ერგემლიძე (2012). ისევ საბჭოთა კავშირში = Back in the USSR — რედ. მერაბ ხაჩიძე ; წინათქმა აკაკი სიხარულიძე. თბ. : საქ. ჟურნალისტთა ფედერაცია. catalog.nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
  5. ნუგზარ ერგემლიძე (2009). მხატვარი და მარგარიტა ანუ მიწისძვრა ფიროსმანის ქუჩაზე · catalog.nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 9 მაისი, 2019.
საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრები
←VI მოწვევის VIII მოწვევის→
საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრები
←VI მოწვევის VIII მოწვევის→
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთიანი ეროვნული საბჭო
(უარი თქვეს მანდატებზე)
ერთიანი ეროვნული საბჭო (მიიღეს მანდატები)
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
საქართველოს ლეიბორისტული პარტია
საქართველოს რესპუბლიკური პარტია
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ერთიანი ეროვნული საბჭო
(უარი თქვეს მანდატებზე)
ერთიანი ეროვნული საბჭო (მიიღეს მანდატები)
ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა
საქართველოს ლეიბორისტული პარტია
საქართველოს რესპუბლიკური პარტია
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Nugzar Ergemlidze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Nugzar Ergemlidze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes