Nino Toidze
Quick Facts
Biography
ნინო თოიძე (დ. 15 დეკემბერი, 1966, სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი — გ. 9 აპრილი, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი (22 წლის).
ბიოგრაფია
ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების თანამშრომელი. მცირე ხნით რუსეთში სწავლობდა ინჟინერიის ფაკულტეტზე, რის შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. არსებული ინფორმაციით, იგი თითქმის ტოვებდა რუსთაველის გამზირს, დროსაც დაინახა, რომ მისი მეგობარი აზა ადამია რუსმა სამხედროებმა წააქციეს და ნიჩაბს ურტყამდნენ, მის დასახმარებლად გაიქცა და მასაც ჩაარტყეს თავში ნიჩაბი. დაკრძალეს 15 აპრილს სოფელ ლიხაურში.
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა.
ლიტერატურა
- გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
სქოლიო
9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულები | |
---|---|
9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულები | |
| |
|