peoplepill id: nikoloz-aghniashvili
NA
Poland Georgia
7 views today
7 views this week
Nikoloz Aghniashvili
���ართველი სამხედრო

Nikoloz Aghniashvili

The basics

Quick Facts

Intro
���ართველი სამხედრო
Work field
Gender
Male
Place of birth
Batumi, Adjara, Georgia
Place of death
Kraków, Lesser Poland Voivodeship, Poland
Age
27 years
The details (from wikipedia)

Biography

ნიკო აღნიაშვილის სურათი საფლავის ქვაზე
ნიკო აღნიაშვილის საფლავის ქვის სურათი პოლონური ალბომიდან

ნიკოლოზ (ნიკო) აღნიაშვილი (დ. 1901 წლის 14 თებერვალი, ბათუმი — გ. 1928 წლის 5 ოქტომბერი, კრაკოვი, პოლონეთი) — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იუნკერი, შემდეგში პოდჰალეს (მთიანი რეგიონი სამხრეთ პოლონეთში) ქვეით მსროლელთა პოლკის პორუჩნიკი (შეესაბამება ლეიტენანტის წოდებას).

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ნიკო აღნიაშვილი სხვა ქართველ იუნკრებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. პოლონეთის მაშინდელმა ხელისუფალმა, მარშალმა იუზეფ პილსუდსკიმ ორასამდე ქართველი სამხედრო მიიწვია პოლონეთში. მათ შორის იყო იუნკერი ნიკო აღნიაშვილიც. სამხედრო სასწავლებლების დამთავრების შემდეგ, ქართველებმა საკონტრაქტო ოფიცრებად დაიწყეს სამსახური პოლონეთის არმიაში.

2009 წელს პოლონეთის ეროვნულმა არქივმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა XX საუკუნის 20-იანი წლების პოლონურ-ქართული ურთიერთობების ამსახველი რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის ასლი, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, ზუსტად დავადგინოთ იმ ქართველი იუნკრების ვინაობა, რომლებიც მარშალ პილსუდსკის უშუალო მითითებით ჩარიცხეს პოლონეთის სამხედრო სკოლებში. ჩარიცხულთა სიაში, სხვა ქართველ იუნკრებთან ერთად, არის იუნკერი ნიკოლოზ აღნიაშვილიც.

ნიკო აღნიაშვილი სრულიად ახალგაზრდა, ოცდაშვილი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია კრაკოვის რაკოვიცკის სასაფლაოზე. მისი საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ქართული წარწერა გვამცნობს: „ნიკო აღნიაშვილი, იუნკერი საქართველოს სამხედრო სკოლისა“, ხოლო პოლონური წარწერა იუწყება: „ღმერთმა გაანათლოს ნიკო აღნიაშვილი, მამაცი ქართველი ერის შვილი. გაძევებული რუსების მიერ სამშობლოდან, სამშობლოს მონატრებული გარდაიცვალა კრაკოვში. ღმერთო, მიეცი თავისუფლება საქართველოს!“ საფლავის ქვაზე ასევე არის ნიკოს ფოტოსურათიც, ქვაზე გადატანილი. ქართულ და პოლონურ წარწერებს შორის კი კავკასიელთა სიმამაცის სიმბოლოს, ხანჯლის გამოსახულებაა ამოკვეთილი.

2011 წელს პოლონეთში დავით ყოლბაიას, პიოტრ ჰლებოვიჩისა და პიოტრ ვარიშის ავტორობით გამოიცა ალბომი „უცნობი საქართველო. ქართველებისა და პოლონელების საერთო ბედი“. ალბომში სამშობლოზე დარდით გარდაცვლილი ოცდაშვიდი წლის ნიკო აღნიაშვილის საფლავის სევდის მომგვრელ ფოტოს მთელი გვერდი აქვს დათმობილი.

ნიკო აღნიაშვილზე სხვა ცნობების უქონლობა იმითაც აიხსნება, რომ ის ახალგაზრდა გარდაიცვალა, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც ის არის, რომ ოკუპირებული საქართველოდან გადახვეწილები ერიდებოდნენ ოჯახის წევრებთან კონტაქტს, ხოლო საქართველოში დარჩენილები ემიგრაციაში წასულთა სახელების ხსენებასაც კი გაურბოდნენ, მოსალოდნელი რეპრესიების შიშით. საბჭოთა პერიოდის საქართველოში პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების შესახებ არაფერი იცოდნენ — პოლიტიკური მიზეზების გამო ეს თემა საქართველოშიც და საბჭოთა კავშირის სატელიტად ქცეულ კომუნისტურ პოლონეთშიც მკაცრად ტაბუირებული იყო მისი პოლიტიკური არაკომფორტულობის გამო — პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრები საქართველოშიც და პოლონეთშიც ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Nikoloz Aghniashvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Nikoloz Aghniashvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes