peoplepill id: nato-metonidze
NM
Russia Georgia
2 views today
2 views this week
Nato Metonidze
Georgian singer

Nato Metonidze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian singer
Work field
Work period
1977 -
Gender
Female
Place of birth
Tbilisi, Tiflis Uyezd, Georgia Governorate, Georgia
Age
52 years
Education
Tbilisi Pedagogical Institute
Georgia
Awards
Tsinandali Award
(2003)
Genre(s):
Instruments:
The details (from wikipedia)

Biography

ნატო მეტონიძე (დ. 2 ივლისი, 1972, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ჯაზ- და პოპ-მომღერალი, რომელიც ცნობილია გამორჩეული და ძლიერი ხმის ტემბრით.

საყოველთაო აღიარება მოიპოვა გია ყანჩელის თეატრალურ წარმოდგენაში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ მონაწილეობით. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მის მიერ შესრულებული სიმღერა „საით მიდიხარ“ სპექტკლიდან „ხანუმა“.

არის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის — „საფეხური პარნასისაკენ“ პრემიისა (1994) და წინანდლის პრემიის ლაურეატი (2003).

ბიოგრაფია

ნატო მეტონიძე დაიბადა 1972 წლის 2 ივლისს თბილისში. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1995 წელს. 1977 წლიდან მღეროდა საბავშვო ანსამბლ „მზიურის” მესამე თაობაში.

სტუდენტობის პერიოდში „მზიურის“ ორ წევრ გოგონასთან ერთად ჩამოაყალიბა ტრიო „ნატალი” და ჯაზ-კვარტეტი „3+1″. კვარტეტმა „3+1” მონაწილეობა მიიღო კონკურსში „საფეხურები პარნასისაკენ”, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. კონკურსისი შემდეგ იგი შეუდგა სოლო კარიერას. შემდგომში მონაწილეობა მიიღო კონკურსში „სლავური ბაზარი”, სადაც მე-3 ადგილი მოიპოვა.

2002-2004 წლებში თანამშრომლობდა საპროდიუსერო კომპანია „არტ იმედთან“. 2003 წელს, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მონაწილეობდა გია ყანჩელის კინოსა და თეატრისათვის შექმნილი მუსიკის მიხედვით განხორციელებულ პროექტში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“.

2004 წელს, ნატო მეტონიძემ თბილისის ჯაზ-ფესტივალზე მსოფლიოში განთქმულ მესაყვირე კრის ბოტისთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის სტინგის კრის ბოტისთვის ნაჩუქარი ერთი სიმღერა. 2010 წელს, მუსკომედიის თეატრში შეასრულა მარიას როლი დავით დოიაშვილის მიუზიკლში „მუსიკის ჰანგები”.

2015 წელს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში განხორციელდა ნატო მეტონიძის, ნიკოლოზ რაჭველისა და დავით დოიაშვილის მორიგი ერთობლივი თეატრალიზირებული პროექტი „ინტროსპექცია“, რომელშიც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდა. 2016 წელს პროექტმა დიდი წარმატება მოიპოვა ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში.

ნატო მეტონიძეს საკონცერტო გამოსვლები ჰქონდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის — საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი, კოსოვო, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.

მიღებული აქვს საერთაშორისო პრიზები, მათ შორისაა მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „პარნასი“ და ვიტებსკის „სლოვაკეთის ბაზარი.

ლიტერატურა

  • „ვინ არის საქართველოში“, გვ. 332, თბილისი, ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2006 წელი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Нато Метонидзе спустя 12 лет выступит с сольным концертом. Новости-Грузия (24 ივნისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-13.
  2. ნატო მეტონიძე. Fortuna.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო, 2020.
  3. საქართველოს პრეზიდენტმა „წინანდლის პრემია აღადგინა“. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური საიტი (18 ნოემბერი, 2014).
  4. ნატო მეტონიძე. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი.
  5. მომღერალი ნატო მეტონიძე. Conceptart.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2020.
  6. „ნატო მეტონიძე“ (PDF). „ცხელი შოკოლადი“. nplg.gov.ge (#6). ივნისი, 2005.
  7. „მუსიკის ჰანგები“. მუსკომედიის თეატრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო, 2020.
  8. ნატო მეტონიძე - “INTROსპექცია - ამბავი ჩვენზე”. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო (1 ივლისი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-06.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Nato Metonidze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Nato Metonidze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes