peoplepill id: mose-gogiberidze
MG
Georgia Russia
2 views today
3 views this week
Mose Gogiberidze
Georgian philosopher

Mose Gogiberidze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian philosopher
Work field
Gender
Male
Place of death
Aktobe
Age
52 years
The details (from wikipedia)

Biography

მოსე გოგიბერიძე (დ. 27 აგვისტო 1897, ქვენობანი — გ. 10 ოქტომბერი 1949, აქტიუბინსკი) — ქართველი ფილოსოფოსი. 1918-1922 წლებში სწავლობდა ბერლინისა და მარბურგის უნივერსიტეტებში ფილოსოფიას, ბუნებისმეტყველებასა და პოლიტეკონომიას. 1922 წელს მარბურგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ცნობილი ფილოსოფოსის ნიკოლაი ჰარტმანის ხელმძღვანელობით. 1923 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, 1930 წლიდან პროფესორი, ბუნების დიალექტიკის კათედრის გამგე, 1933 წლიდან ფილოსოფიის კათედრის გამგე. 1941 წელს დააპატიმრეს ფაშისტური გერმანიის აგენტობის ბრალდებით და გადაასახლეს აქტიუბინსკში, სადაც გარდაიცვალა; 1954 წელს ახლობლების ინიციატივით გადმოასვენეს და დაასაფლავეს თბილისში ვაკის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

მისი კვლევა-ძიების ძირითადი სფეროებია ფილოსოფიის ისტორია, შემეცნების თეორია, ბუნებისმეტყველების ფილოსოფია, ქართული ფილოსოფიის ისტორია და სხვა. მან დიდი წვლილი შეიტანა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მარქსისტულ-ლენინური ინტერპრეტაციისა („აინშტაინის რელატივობის თეორია და მისი ფილოსოფიური საფუძვლები“, 1924) და მატერიალისტური ფილოსოფიის ძირითადი პრინციპის — ცნიბიერებისაგან დამოუკიდებელი ობიექტური სამყაროს არსებობის — დასაბუთების საქმეში („შემეცნების აქსიომატური დასაბამი“, 1926). „შემეცნების აქსიომატურ დასაბამში“ განვითარებული დებულებანი წარმოადგენდა ახალი, ორიგინალური ფილოსოფიური კონცეფციის შექმნის ცდას. გოგიბერიძემ ნათელყო შოთა რუსთაველის მსოფლმხედველობის კავშირი ქართულ ქრისტიანულ მწერლობასთან და, საერთოდ, ქრისტიანულ კულტურასთან, პოემის რენესანსული სულისკვეთება; მოგვცა საინტერესო დაკვირვებები რუსთაველის პოეტური ენის შესახებ („რუსთაველის მსოფლმხედველობის სათავეები“, 1937; «უზენაესი არსების ცნება „ვეფხისტყაოსანში», 1941; „რუსთაველის ლექსის ენამზეობა, მუსიკალური ფერი და მხატვრობა“, 1956; „რუსთაველის ესთეტიკა“, 1957-1958).

აღსანიშნავია აგრეთვე წერილი «ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ ესთეტიკურ-ენტიფიკატური ანალიზი» (1959). გოგიბერიძე ნაყოფიერ მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა. ქართულ ენაზე გადმოთარგნილი აქვს იმანუელ კანტის თხზულებები „პროლეგომენები“ და „წმინდა გონების კრიტიკა“. 1970-1978 წლებში გამოიცა გოგიბერიძის რჩეული ფილოსოფიის თხზულებანი (4 ტომად). თბილისში არის მოსე გოგიბერიძის ქუჩა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში არის მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი, სადაც ძირითადად დაცულია მის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ხელნაწერები, მემორიალური ნივთები, ფოტომასალა, დოკუმენტები, მისი შრომები ფილოსოფიის ისტორიის, შემეცნების თეორიის, ბუნებისმეტყველების ფილოსოფიისა და ქართული ფილოსოფიის ისტორიის შესახებ.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Mose Gogiberidze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Mose Gogiberidze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes