Mindia Mosashvili
Quick Facts
Biography
მინდია ილიას ძე მოსაშვილი (დ. 7 იანვარი, 1928, თბილისი — გ. 17 თებერვალი, 1982, იქვე) — ქართველი მწერალი და ჟურნალისტი.
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო ქართულ პრესაში. შემდეგ ადმინისტრაციულ თანამდებობაზეა, ხოლო 1978 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი.
ლიტერატურული საქმიანობა სამოციანი წლებიდან დაიწყო, როცა გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები. მკითხველმა მოწონებით მიიღო მისი პროზაული კრებულები „აღმართი“, „ორთაბრძოლა“, „წარსული ზაფხული“, „ნადირობა პრერიებში“ და სხვა.
მწერლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სპორტულ თემატიკას. ამ მხრივ აღსანიშნავია კრებული „ლეგენდის დაბადება“. მხატვრული ნარკვევები მიუძღვნა ცნობილ სორტსმენებს მანუჩარ მაჩაიძეს, ოთარ გაბელიას, რამაზ შენგელიას.
მინდია მოსაშვილმა მამის, ცნობილი ქართველი პოეტისა და დრამატურგის ილო მოსაშვილის ხსოვნას უძღვნა საინტერესო მონოგრაფია „ილო მოსაშვილის ცხოვრების ქრონიკა“, რომელიც კრიტიკამ და მკითხველმა დადებითად შეაფასა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994