Marika Verulashvili
Quick Facts
Biography
მარიკა ვერულაშვილი (დ. 19 მარტი, 1971, ახალსოფელი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სამი მოწვევის (2004, 2008, 2012) პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1994-1997 წლებში მუშაობდა „პირველი არხის“ პროგრამა „მაცნეს“ კორესპონდენტად. 1997-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის პრესცენტრში. 2000-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. 2001 წელს დაიწყო მუშაობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად. 2002-2003 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანი. 2003-2004 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე. 2004, 2008 და 2012 წლებში აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად „ნაციონალური მოძრაობიდან“.
რესურსები ინტერნეტში
- მარიკა ვერულაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მარიკა ვერულაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი