peoplepill id: mari-bekauri
MB
Georgia Georgia
4 views today
8 views this week
Mari Bekauri
Georgian writer

Mari Bekauri

The basics

Quick Facts

Intro
Georgian writer
Gender
Female
Place of birth
Tbilisi, Georgia
Age
34 years
The details (from wikipedia)

Biography

მარი ბექაური (დ. 8 იანვარი, 1990, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი მწერალი და ფსიქოლოგი.

ფსიქოლოგიის სპეციალობით დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ლიტერატურულ ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდა 2009 წელს, როდესაც გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „დები.“ იქიდან მოყოლებული იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემებში („Weekend“, „ლიტერატურული პალიტრა“).

2009 წელს კოკურსში „შემოდგომის ლეგენდა“ მისმა მოთხრობამ „ლილიანები“ დაიმსახურა თბილისის მერიის სიმპატია. იმავე კონკურში 2010 წელს გაიმარჯვა ნომინაციაში „ჟიურის სიმპატია“ (მოთხრობა „კედლები“).

2010 წელს გახდა ლიტერატურული კონკურსის, „წერო 2010“, პირველი ადგილის მფლობელი (მოთხრობა „ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია“). 2011 წელს გაიმარჯვა ლიტერატურულ კონკურსში „ალერდი“ (მოთხრობა „As the squares of hopscotch“).

2011 წელს მისი მოთხრობა „ჩემი მეზობლები და მეგობრები“ ითარგმნა და დაიბეჭდა ლიტვაში, სადაც რამდენიმე ქართველ მწერალთან ერთად მიწვეულ იყო მწერალთა კავშირის მიერ სემინარებზე დასასწრებად.

2012 წელს მოთხრობა „დები“ შევიდა კრებულში „ქართული პროზის ანთოლოგია“, რომელიც ითარგმნა ინგლისურ ენაზე და გამოიცა აშშ-ში („Contemporary Georgian fiction”). ამასთანავე, „დების“ ინგლისური თარგმანი დაიბეჭდა ლიტერატურულ ჟურნალებში: „World Literature Today“ (აშშ) და „Prospect magazine“ (ბრიტანეთი).

მარის მოთხრობები შესულია წლის საუკეთესო 15 მოთხრობის კრებულებში, რომელსაც ყოველწლიურად გამოსცემს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა: „დები“ (2009 წ.), „ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია“ (2010 წ.), „ლევ“ (2012 წ.).

2012 წელს გამოიცა მისი მოთხრობების პირველი კრებული „ელექტროთაობა“.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Menu Mari Bekauri

Basics

Introduction

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lists

Also Viewed

Lists
Mari Bekauri is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Mari Bekauri
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes