Lela Tsutskiridze
Quick Facts
Biography
ლელა ცუცქირიძე (დ. 1964, თბილისი) — ქართველი საბავშვო მწერალი, მხატვარ-ილუსტრატორი.
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიისფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საბავშვო გადაცემებსა და რედაქციებში. ამჟამად არის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომელი, მუშაობს მკითხველთა კლუბისა და ნოდარ დუმბაძის ფონდის საკვირაო სკოლის „ზურიკელას სკოლის“ პედაგოგად,ამონაშვილის საავტორო ბაღის „ბასტი ბუბუს“სამხატვრო მენეჯერად. არის USAID-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriED) საბავშვო ტექსტების ავტორი.
მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ და შემოქმედებით პროექტებში, არის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი და საბავშვო სიმღერების ტექსტების ავტორი. მისი ნაშრომები იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი ტექსტები შესულია სასკოლოსახელმძღვანელოებში, ანთოლოგიებში, ალმანახებსა და კრებულებში.თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ბერძნულ, ლიეტუვურ, უკრაინულ და რუსულ ენებზე.
ჰყავს ერთი შვილი.