peoplepill id: kaikhosro-cholokashvili
Georgian poet
Kaikhosro Cholokashvili
The basics
Quick Facts
The details (from wikipedia)
Biography
ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი (გ. 1613) — ქართველი პოეტი. იყო კულტურული ტრადიციებით ცნობილ ომანიშვილ-ჩოლოყაშვილთ გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი; მოურავი თეიმურაზ I-ის კარზე, შაჰ-აბასის ინტრიგების გამო მოღალატედ შერაცხეს; მოაკვლევინა თეიმურაზმა. ჩოლოყაშვილი რუსთაველის ეპიგონი პოეტია. ლექსითა და პროზით გაწყობილ მის სამიჯნურო-სადევგმირო თხზულებაში „ომაინიანი“ მოთხრობილია ტარიელისა და ავთანდილის შვილიშვილის ომაინ-ჭაბუკის თავგადასავალი. „ომაინიანი“ საინტერესო მასალას შეიცავს საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრების წესზე. მხატვრული არასრულყოფილების მიუხედავად, თხზულების პოპულარობა უეჭველია, რასაც ამტკიცებს ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთა სიმრავლე.
ლიტერატურა
- რუხაძე ტ., ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი და მისი ომაინიანი, „ლიტერატურული ძიებანი“, 1953, ტ. 8;
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
- კეკელიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 147, თბ., 1987 წელი.
The contents of this page are sourced from Wikipedia article.
The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Kaikhosro Cholokashvili is in following lists
By field of work
By work and/or country
comments so far.
Comments
Kaikhosro Cholokashvili