peoplepill id: ivane-kacharava
IK
Georgia Russia Russia
1 views today
15 views this week
Ivane Kacharava
Georgian geologist

Ivane Kacharava

The basics

Quick Facts

Intro
Georgian geologist
Work field
Gender
Male
Place of death
Tbilisi, Georgia
Age
82 years
The details (from wikipedia)

Biography

ივანე ბესარიონის ძე კაჭარავა (დ. ძველი სტილით [24 აგვისტო], ახალი სტილით [5 სექტემბერი], 1894, საჭილაო, — გ. 4 მაისი 1977, თბილისი) — ქართველი გეოლოგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955). გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1944). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960).

ბიოგრაფია

1914 წელს დაამთავრა ფოთის გიმნაზია. 1914-1917 წლებში სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე საბუნებისმეტყველო განხრით, მაგრამ მძიმე სოციალურ-პოლიტიკური პირობებისა და მატერიალური ხელმოკლეობის გამო აქ მხოლოდ სამ წელიწადს დაჰყო, შემდგომი სამი წლის მანძილზე აბაშის გიმნაზიაში მათემატიკას ასწავლიდა. 1921 წელს გააგრძელა შეწყვეტილი სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისევ საბუნებისმეტყველო განხრით. პარალელურად კი საქართველოს მუზეუმში პრეპარატორად მუშაობდა.

1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. ალექსანდრე ჯანელიძის რეკომენდაციით უნივერსიტეტში დატოვეს ახლად ორგანიზებულ გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრაზე პროფესორობისათვის მოსამზადებლად. 1925 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1969 წლიდან ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტის პალეოგენური ნალექების პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილებას.

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. კაჭარავას შრომები ძირითადად შეეხება პალეოგენური ნალექების სტრატიგრაფიას და მათში განამარხებულ ფაუნას. პირველი სამეცნიერო ნაშრომი 1926 წელს გამოაქვეყნა, რომელიც სამეგრელოს გეოლოგიურ აგებულებას მიეძღვნა. შემდგომ წლებში იკვლევდა დასავლეთ საქართველოს ნეოგენურ ნალექებს. მან დაადგინა ჩოკრაკული და კარაგანული სართულების ნალექები სამეგრელოსა და რაჭაში. აღსანიშნავია მისი მონოგრაფია „რაჭა-ლეჩხუმის აუზი და მოსაზღვრე რაიონები პალეოგენის დროს“, რომელიც 1944 წელს გამოქვეყნდა. ეს იყო მისი სადოქტოროდ წარდგენილი ნაშრომი. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა.

საქართველოს სახელმწიფო პრემია (1973). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენით, აგრეთვე მედლებით.

თხზულება

  • რაჭა-ლეჩხუმის აუზი და მოსაზღვრე რაიონები პალეოგენის დროს, «გეოლოგიური ინსტიტუტის შრომები. გეოლოგიური სერია», 1944, ტ. 2.

ლიტერატურა

  • ჭელიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 445, თბ., 1980 წელი.
  • ჭელიძე გ., აკად. ი. კაჭარავას დაბადების 80 წლისთავის გამო, «მეცნიერება და ტექნიკა», 1974, № 11.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Ivane Kacharava is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Ivane Kacharava
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes