Irma Malatsidze
Quick Facts
Biography
ირმა მალაციძე (დ. 1968, ხაშური) — ქართველი საბავშვო მწერალი, ჟურნალისტი და მთარგმნელი. საბავშვო ლიტერატურის ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
2002 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჟურნალისტად და რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოში და გაზეთში. არის საბავშვო ჟურნალ „დილის“ მიერ გამოცხადებული კონკურსის „ახალი სახელები ქართულ საბავშვო მწერლობაში“ პირველი პრემიის მფლობელი.
ლიტერატურული კონკურსების „პენ-მარათონი“ და „ლუარსაბ თათქარიძე“ ფინალისტი და ლიტერატურული კონკურსის „საბა“ ნომინანტი. სისტემატიურად იბეჭდება ლიტერატურულ გამოცემებში. მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებში.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ნაშრომები
- სატკბილეთის ქვეყანა (საბავშვო პროზა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2004);
- ფატია (პროზაული კრებული. გამომცემლობა „სიესტა“, 2004)
- ქერამუჭას სკოლა (საბავშვო პროზა);
- ვლადიმერ ვისოცკის „ვენური არდადეგები“ (თარგმანი, პროზაული კრებული. გამომცემლობა „სიესტა“, 2009)
- ონავარი ლუკი დროთა ქვეყანაში (საბავშვო პროზა, გამომცემლობა „პეგასი“, 2009)
- სამშვენიეროს ლამაზმანები (საბავშვო პროზა, გამომცემლობა „შემეცნება“ 2010)