peoplepill id: irakli-anjaparidze
IA
Russia
4 views today
4 views this week
Irakli Anjaparidze

Irakli Anjaparidze

The basics

Quick Facts

Places
Work field
Gender
Male
Place of birth
Abedati, Martvili Municipality, Samegrelo-Zemo Svaneti, Georgia
Place of death
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Soviet Union, Georgia
Age
75 years
Education
Agricultural University of Georgia
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Georgia
Employers
Agricultural University of Georgia
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Georgia
The details (from wikipedia)

Biography

ირაკლი ერმილეს ძე ანჯაფარიძე (დ. 1 იანვარი 1915, სოფელი აბედათი, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი, — გ. 15 იანვარი1990, თბილისი) — ქართველი ნიადაგთმცოდნე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1986).

ბიოგრაფია

1935 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1945–49 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მემინდვრეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1953–59 წლებში — ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობის კათედრის გამგე. 1959 წლიდან სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ახლანდელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი). შეისწავლა საქართველოს ყავისფერი და დამლაშებული ნიადაგები. აგროქიმიური თვალსაზრისით გამოიკვლია საქართველოს უმთავრესი ნიადაგური ტიპები. პირველად დაამუშავა (ივანე სარიშვილთან ერთად) საქართველოს ნიადაგის აგროქიმიური კარტოგრამები. შეადგინა (გაბრიელ ტალახაძესთან ერთად) საქართველოს ნიადაგის ატლასი და ნიადაგთწარმომქმნელი ქანების რუკა.

მასვე ეკუთვნის „მელიორაციული ნიადაგთმცოდნეობის“ სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთათვის და 4 მონოგრაფიული ნაშრომი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 174.

ბიბლიოგრაფია

  • ნიადაგის ეროზია და მასთან ბრძოლა (თანაავტორი). თბილისი, 1987;
  • მელიორაციული ნიადაგთმცოდნეობა (ავტორი). თბილისი, „განათლება“, 1977;
  • საქართველოს ყავისფერი ნიადაგები (ავტორი). თბილისი, „საბჭ. საქართველო“, 1972.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Irakli Anjaparidze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Irakli Anjaparidze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes