Iliko Kurkhuli
Quick Facts
Biography
ილიკო(ილია) პეტრეს ძე ქურხული (დ. 7 აპრილი , 1885, თბილისი ― გ. 24 სექტემბერი, 1954, თბილისი) — ქართველი მოხეტიალე მუსიკოსი (მევიოლინე, მესტვირე, მომღერალი).
ბიოგრაფია
1904–1906 სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში ვიოლინოს სპეციალობით (ხელმძღვანელი ბ. სიბორი). აქედანვე დაიწყო მისი, როგორც მოხეტიალე მუსიკოსის მოღვაწეობა. თავდაპირველად ასრულებდა კლასიკური სავიოლინო ლიტერატურულ ნიმუშებს (პატარა პიესებს), შემდეგ რეპერტუარში შეიტანა ქართული ხალხური მელოდიები. შემოიარა რუსეთისა და უკრაინის მრავალი ქალაქი, აგრეთვე ბელორუსი, ბალტიისპირეთი, პოლონეთი, ფინეთი.
1913 წელს დაბრუნდა საქართველოში; ფეხით შემოიარა მთელი საქართველო, გამოდიოდა ეზოებში, კლუბებში, სკოლებში. 1921–1927 იმოგზაურა თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებში, სოფიაში ბულგარულ ენაზე გამოსცა წიგნი ქართული ხალხური სიმღერების შესახებ. ერთხანს პარიზშიც ცხოვრობდა. 1927-იდან კვლავ საქართველოშია და განაგრძობს მუსიკალურ მოღვაწეობას. პერიოდულად გამოდიოდა მესტვირე ბ. ბურდულაძესთან ერთად. მუშაობდა ქართულ ხალხურ საკრავების (განსაკუთრებით სტვირის) გაუმჯობესებაზე. ეწეოდა ლიტერატურულ მუშაობას.
ლიტერატურა
- ღვინიაშვილი ა., მოხეტიალე მუსიკოსი, თბ., 1959;
- ჩიტალაძე ტ., სტვირის კვალდაკვალ, თბ., 1962;
- ქურხული ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 577.