Guram Gugenishvili
Quick Facts
Biography
გურამ გუგენიშვილი (23 ივლისი, 1986, თბილისი — 9 ნოემბერი, 2014) — ქართველი მებრძოლი შერეულ ორთაბრძოლებში, პროფესიონალურ დონეზე გამოდიოდა 2007—2014 წლებში. M-1 Challenge-ის პირველი ჩემპიონი მძიმე წონაში (2010), ცნობილია რუსი მაქსიმ გრიშინისა და ამერიკელი კენი გარნერის დამარცხებით. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
ბიოგრაფია
გურამ გუგენიშვილი 1986 წლის 23 ივლისს თბილისში დაიბადა. 13 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში თავისუფალ ჭიდაობაში. მომდევნო სამი წლის განმავლობაში მოახერხა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოგება და ასევე გახდა სპორტის ოსტატი, თუმცა, სერიოზული დაზიანების გამო იძულებული გახდა დაესრულებინა მოჭიდავის კარიერა.
იძულებითი შესვენების დროს ბედი სხვადასხვა საბრძოლო სახეობაში სცადა. გახდა მსოფლო ჩემპიონი უნივერსალურ ბრძოლაში, შევიდა საბრძოლო სამბოს მსოფლო ჩემპიონატის პრიზიორთა შორის. 2007 წლიდან დაიწყო ასპარეზობა შერეულ ორთაბრძოლებში.
მისი წარმატებები 2009 წელს დაიწყო, როდესაც კარიერის დასაწყისში გულშემატკივარს ზედიზედ მოგებული 11 ორთაბრძოლით დაამახსოვრა თავი. გუგენიშვილმა თავდაპირველად მოიგო M-1 Ukraine-ის, შემდეგ M-1 Selection Western Europe, რამაც სააშუალება მისცა M-1 Challenge-ის ტურნირში მიეღ მონაწილეობა. M-1 Challenge-ს ტიტულის მოპოვებაში ქართველს ამერიკელი კენი გარნერი ეცილებოდა,, რომელმაც აშშ-ის შესარჩევ ტურნირში გაიმარჯვა. გუგენიშვილმი გარნერს რთული ილეთი „გილიოტინა“ ჩაუტარა და ამერიკელმა გონება დაკარგა. ამდენად, M-1 Challenge-ის ისტორიაში პირველი ჩემპიონი მძიმე წონაში.
2011 წლის მარტში გუგენიშვილმა წარმატებით დაიცვა თავისი საჩემპიონო ქამარი რუსი მაქსიმ გრიშინისგან. ქამრის მეორეჯერ დაცვა გურამმა ტრავმის გამო ვერ შეძლო და ჩემპიონი გარნეტი გახდა. გამოჯანმრთელების შემდეგ, 2012 წლის ივნისში გარნეტს გუგენიშვილი კვალვა შეხვდა რინგზე და დამარცხდა. 2012 წლის ბოლოს გუგენიშვილმა კვლავ სცადა ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება, მაგრამ წარუმატებლად: მესამე ბრძოლა გარნეტმა მოიგო..
წლინახევრიანი უქმობის შემდეგ, რაც ტრავმით იყო გამოწვეული, საბრძოლო მიმართულება M-1 Challenge-ის ყოფილი ჩემპიონი გურამ გუგენიშვილი რინგს დაუბრუნდა და პირველი გამარჯვებაც იზეიმა. 27 წლის ქართველი მებრძოლი იაპონიაში გამართულ ტურნირზე Inoki Genome Fight 1 ავსტრალიელ ვეტერან ტონი ბონელოს (16 მოგება, 2 მარცხი) დაუპირისპირდა და აშკარა უპირატესობით იმარჯვა. შერკინების დაწყებიდან 03:34 წუთი იყო გასული, როდესაც ქართველის სასარგებლოდ ტექნიკური ნოკაუტი დაიქსირდა. მომდევნო წლის იანვარში მას იაპონიაში კიდევ ერთი ორთაბრძოლა ელოდა, რის შემდეგაც M-1 Challenge-ის ბრძოლებს უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ 9 ნოემბერს გუგენიშვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
2015 წლის თებერვალში თბილისის სპორტის სასახლეში შერეულ ორთაბრძოლებში M-1-ის 55-ე ეტაპი ჩატარდა, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის გურამ გუგენიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
ММА სტატისტიკა (12-2)
№ ბრძოლა | შედეგი (რეკორდი) | მეტოქე | გამარჯვების მეთოდი | შეჯიბრება (ჩატარების ადგილი) | თარიღი | რაუნდი (დრო) |
---|---|---|---|---|---|---|
14 | გამარჯვება 12-2 | ტონი ბონელო | ტექნიკური ნოკაუტი (ხელით დარტყმები) | IGF - Inoki Genome Fight 1 ტოკიო, იაპონია | 05 აპრილი, 2014 | 1 (3:34) |
13 | მარცხი 11-2 | კენი გარნერი | ტექნიკური ნოკაუტი (ხელით დარტყმები) | M-1 Challenge 36. მიტიშჩი, რუსეთი | 08 დეკემბერი, 2012 | 4 (0:00) |
12 | მარცხი 11-1 | კენი გარნერი | ტექნიკური ნოკაუტი (სამედიცინო ჩარევა) | M-1 Global.ფიოდორი რიზოს წინააღმდეგ სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი | 21 ივნისი, 2012 | 3 (5:00) |
11 | გამარჯვება 11-0 | მაქსიმ გრიშინი | მოხრჩობა უკნიდან | M-1 Challenge 23. გურამი გირშინის წინააღმდეგ მოსკოვი, რუსეთი | 05 მარტი, 2011 | 1 (3:38) |
10 | გამარჯვება 10-0 | კენი გარნერი | ილეთი „გილიოტინა“ | M-1 Challenge 21. გურამი გარნერის წინააღმდეგ სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი | 28 ოქტომბერი, 2010 | 2 (0:54) |
9 | გამარჯვება 9-0 | ვლადიმირ გერასიმჩიკი | ბერკეტი კისრის არეში | M-1 Selection უკრაინა 2010. ტიტანების ბრძოლა კიევი, უკრაინა | 18 სექტემბერი, 2010 | 1 (0:29) |
8 | გამარჯვება 8-0 | ალექსანდრ რომაშჩენკო | მოხრჩობა უკნიდან | M-1 Selection აღმოსავლეთ ევროპა 2010. ფინალები მოსკოვი, რუსეთი | 22 ივლისი, 2010 | 1 (1:25) |
7 | გამარჯვება 7-0 | ვალერი შჩერბაკოვი | ტექნიკური ნოკაუტი (ხელით დარტყმები) | M-1 Selection აღმოსავლეთ ევროპა 2010. მე-3 ეტაპი კიევი, უკრაინა | 28 მაისი, 2010 | 1 (2:00) |
6 | გამარჯვება 6-0 | იურ დეკერი | მოხრჩობა უკნიდან | M-1 Selection აღმოსავლეთ ევროპა 2010. 2 რაუნდი ვესპი, ნიდერლანდები | 27 მარტი, 2010 | 1 (0:36) |
5 | გამარჯვება 5-0 | დმიტრი პობერეჟეცი | მსაჯების გადაწყვეტილება (ერთხმად) | M-1 უკრაინა. Selection 4 კიევი, უკრაინა | 24 დეკემბერი, 2009 | 2 (5:00) |
4 | გამარჯვება 4-0 | ევგენი ბაბიჩი | მოხრჩობა უკნიდან | M-1 Украина. Selection 3 კიევი, უკრაინა | 29 ნოემბერი, 2009 | 1 (0:50) |
3 | გამარჯვება 3-0 | მიხაილ რუცკოი | მოხრჩობა უკნიდან | M-1 უკრაინა. Selection 1 კიევი, უკრაინა | 20 სექტემბერი, 2009 | 1 (2:16) |
2 | გამარჯვება 2-0 | ოლეგ მატვეევი | მოხრჩობა უკნიდან | Makfight. Makfight vs. Belarus კიევი, უკრაინა | 23 აგვისტო, 2009 | 1 (0:31) |
1 | გამარჯვება 1-0 | რომან ბაგინი | მოხრჩობა უკნიდან | M-1. Donbas Open Mix Fight დონეცკი, უკრაინა | 04 ივლისი, 2009 | 1 (0:00) |