peoplepill id: grigol-tkabladze
GT
Georgia
3 views today
7 views this week
Grigol Tkabladze
Actor

Grigol Tkabladze

The basics

Quick Facts

Intro
Actor
A.K.A.
Grigol Tqabladze
Places
Place of birth
Ozurgeti, Georgia
Age
72 years
The details (from wikipedia)

Biography

გრიგოლ ტყაბლაძე (დ. 20 ნოემბერი, 1907, ოზურგეთი, — გ. 28 მარტი, 1980, ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1961).

ბიოგრაფია

გრიგოლ ტყაბლაძე დაიბადა ოზურგეთში 1907 წელს, ხოლო სკოლა ჭიათურაში დაამთავრა, რადგან მისი ოჯახი საცხოვრებლად იქ გადავიდა. 1925 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის ჭიათურის დრამატული თეატრის მსახიობი იყო, გარდა 1951–1952 წლები სეზონისა, როდესაც მიწვეული იყო ქუთაისის თეატრში. შესრულებილი როლები პიესებში: კოწია (შალვა დადიანის „გუშინდელნი“); სულეიმანი (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“); მენგო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“; შმაგა (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“); მწერალი (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“); სანდრო (ოთარ ჩიჯავაძის „თხუნელა“), მეფე ერეკლე (ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“);. ასევე მონაწილეობდა პიესებში „თამარ ცბიერი“,„ორი ობოლი“,„პატარა კახი“და სხვა.

მისი დადგმებიდან აღსანიშნავია გიორგი შატბერაშვილის „ფიქრის გორა“, კონსტანტინე სიმონოვის „უცხო აჩრდილი“, ვსევოლოდსკისა და რუდნევის „მკაცრი დღეები“ და სხვ.

ფილმოგრაფია

  • 1956: „ჩვენი ეზო“()რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
  • 1957: „საბუდარელი ჭაბუკი“()რეჟ. შოთა მანაგაძე
  • 1959: „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ ( )რეჟ. სიკო დოლიძე
  • 1959: „განაჩენი“ )რეჟ. ლევან ხოტივარი
  • 1959: „მაია წყნეთელი“ ()რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
  • 1960: „კარდაკარ“()რეჟისორები ოთარ აბესაძე, მერაბ კოკოჩაშვილი
  • 1962: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი()რეჟ. თენგიზ აბულაძე
  • 1963: „თეთრი ქარავანი“ რეჟისორები ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა
  • 1965: „მე ვხედავ მზეს“()რეჟ. ლანა ღოღობერიძე
  • 1965: „მიქელა“()რეჟ.ელდარ შენგელაია
  • 1966: „მაცი ხვიტია“()რეჟ. გიორგი შენგელაია
  • 1966: „უყაიმო თამაში“ )რეჟ. იური ქავთარაძე
  • 1967: „დიდი მწვანე ველი“()რეჟ.მერაბ კოკოჩაშვილი
  • 1968: „ჯვარცმული კუნძული“ ()რეჟ. შოთა მანაგაძე
  • 1969: „ფილატელისტის სიკვდილი“ ()რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
  • 1971: „მყუდრო სავანე“ ()რეჟ. კარლო ღლონტი
  • 1973: „გადაღების ერთი დღე“ რეჟ. ზაალ კაკაბაძე
  • 1973: „შერეკილები“()რეჟ.ელდარ შენგელაია
  • 1974: „ძაღლი“ ()რეჟ. ლეილა გორდელაძე
  • 1978: „ყვარყვარე“რეჟ. დევი აბაშიძე

ნათამაშები როლები

ჭიათურის თეატრი

  • შალვა დადიანის„გუშინდელნი“()
  • ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის„ღალატი“()
  • ლოპე დე ვეგას„ცხვრის წყარო“()
  • ალექსანდრეოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“()
  • პოლიკარპე კაკაბაძის„ყვარყვარე თუთაბერი“()
  • ოთარ ჩიჯავაძის „თხუნელა“()
  • ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“( )
  • მონაწილეოა სპექტაკლებისა: „თამარ ცბიერი“,„ორი ობოლი“,„პატარა კახი“

დამდგმელი რეჟისორი

  • გიორგი შატბერაშვილის„ფიქრის გორა“
  • კონსტანტინე სიმონოვის „უცხო აჩრდილი“
  • ვსევოლოდსკისა და რუდნევის„მკაცრი დღეები“

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
  • 1961: საქართველოს სახალხო არტისტი
  • ჭიათურის საუკუნის საუკეთესო მსახიობის წოდება

ლიტერატურა

  • ცუცქირიძე შ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 83, თბ., 1986 წელი.
  • ბუხნიკაშვილი გ. „ჭიათურის თეატრი“ თბ., 1970

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Grigol Tkabladze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Grigol Tkabladze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes