peoplepill id: giorgi-salukvadze-1
GS
2 views today
8 views this week
Giorgi Salukvadze

Giorgi Salukvadze

The basics

Quick Facts

Gender
Male
Death
The details (from wikipedia)

Biography

გიორგი სალუქვაძე (დ. 15 სექტემბერი, 1922, კოხნარი, ოზურგეთის მაზრა ― გ. 1987, ბათუმი) — ქართველი პოეტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის, გრიგოლ სალუქვაძის, ოჯახში. 1930 წელს მისი ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. 1941 წელს დაამთავრა ბათუმის მე-9 საშუალო სკოლა. 1943-1945 წლებში სწავლობდა ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში. სწავლის პარალელურად, 1934 წლიდან, მუშაობდა გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ რედაქციაში კორექტორად და მთარგმნელად. 1938 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. 1946 გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული. 1945-1947 წლებში მუშაობდა აჭარის ასსრ სახელგამის დირექტორის მოადგილედ, შეთავსებით ბათუმის სახელმწიფო თეატრში სალიტერატურო ნაწილის გამგედ. 1947 წლის მაისიდან მუშაობდა გაზეთ „საბჭოთა აჭარის“ რედაქციაში. ცხოვრობდა და გარდაიცვალა ბათუმში.

სალუქვაძის პოეტური კრებულებია „დაბრუნებულან“ (1946), „ლირიკა“ (1955), „რა ხანია გათენდა“ (1965), „დღე“ (1970), „რჩეული“ (1973), „მაისის წვიმა“ (1978). ეკუთვნის კორნელის, რასინის, ვოლტერის, ლერმონტოვის, ესენინის თარგმანები.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 696.
  • გიორგი სალუქვაძე // მწერალთა ავტობიოგრაფიები, ტ. II, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2013. — გვ. 630-633, ISBN 978-99940-28-85-6.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Giorgi Salukvadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Giorgi Salukvadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes