peoplepill id: giorgi-kechkhuashvili
GK
Georgia
4 views today
4 views this week
Giorgi Kechkhuashvili
���ართველი მეცნიერი, ფსიქოლოგი და პედაგოგი

Giorgi Kechkhuashvili

The basics

Quick Facts

Intro
���ართველი მეცნიერი, ფსიქოლოგი და პედაგოგი
Places
Gender
Male
Place of birth
Gori, Georgia
Place of death
Tbilisi, Georgia
Age
77 years
The details (from wikipedia)

Biography

გიორგი ნიკოლოზის ძე კეჩხუაშვილი (დ. 24 ივლისი, 1920, გორი — გ. 18 სექტემბერი, 1997, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ფსიქოლოგი და პედაგოგი. შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომისა და ეკონომიკური ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, (1970) პროფესორი (1972).

ბიოგრაფია

გიორგი კეჩხუაშვილი დაიბადა1920 წლის 24 ივლისს გორში, ელიზბარ ერისთავის საგვარეულო სახლში. მამა, ნიკოლოზ კეჩხუაშვილი (1899-1928), გორის მაზრის მთავარი აგრონომი იყო. ის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად, მდინარე ლიახვში დაიღუპა. დედა თამარ ზლოტნიცკაია (1893-1972), პროფესიით მხატვარი, თბილისის ეროვნულ მუზეუმში მუშაობდა. იგი პოლონელ დიდგვაროვანთა ოჯახის და ქართველი თავადის, ელიზბარ ერისთავის შვილიშვილი იყო.

გიორგი კეჩხუაშვილს ჰყავდა ძმა ალექსანდრე, მეუღლე ვერონიკა თუმანიშვილი. ჰყავს ქალიშვილი თამარი.

განათლება

1945 წელს მან დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით. 1945-1048 წლებში მუშაობდა ამიერკავკასიის საარტილერიო სასწავლებელში ფსიქოლოგიის მასწავლებლად. 1947-1949 წლებში იყო სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის ასისტენტი. 1951 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „მუსიკის ესთეთიკურ აღქმაში შიდამუსიკალური წარმოდგენების როლის საკითხისათვის“.

სამეცნიერო მოღვაწეობა

1961-1971 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტის ფიზიკის პრობლემური ლაბორატორიის ახლად ორგანიზებული საინჟინრო ფსიქოლოგიის განყოფილების გამგედ; 1970 წელს მიენიჭა ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

თსუ-ში მან მტკიცედ დაამკვიდრა საინჟინრო ფსიქოლოგია, როგორც ფსიქოლოგიის ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულება. ამას მოჰყვა შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოოგის კათედრის შექმნა, რომლის კათედრის გამგედ თავად დაინიშნა და მიენიჭა პროფესორის წოდება (1972). მისი ინიციატივით, მოგვიანებით კათედრა გარდაიქმნა შრომისა და ეკონომიკური ფსიქოლოოგის კათედრად.

კეჩხუაშვილი სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში და სხვ. იგი იყო ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მისი პირველი მეცნიერული შრომები, რომელთაც განსაკუთრებული გამოხმაურება ჰპოვეს როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, ეხება მუსიკის აღქმის ფსიქოლოგიურ კვლევებს. მისი შრომები ასევე მოიცავს განწყობის, შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის, ეკონომიკის, ფსიქოლინგვისტიკის, დაღლილობის სფეროებს.

სამეცნიერო ნაშრომთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „პედაგოგიური ფსიქოლოგია. უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მუსიკალური განვითარების ზოგიერთი საკითხი“. (1975; „ფსიქოლოგი საწარმოში“ (1981); „შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო“ (1982); „არაცნობიერი, განწყობა, მუსიკა. მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიის ქრესტომათია“ (რუსულ ენაზე) თანაავტ. შ. ესებუა (1996).

ასევე მნიშვნელოვანია მისი ფართო მოცულობის სტატია, გამოქვეყნებული „იუნესკოს“ ექვს ენაზე გამომავალ ჟურნალში „პერსპექტივები“. მასში თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ის როლი, რომელიც ეკუთვნის დ. უზნაძეს განათლების სფეროში.

აღსანიშნავია, რომ კეჩხუაშვილი აქტიურად ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. თავდაპირველად არჩეულ იქნა საკავშირო ფსიქოლოგთა საზოგადოების ცენტრალური საბჭოს წევრად, შემდგომ საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად. ასევეიყო სსრკ-ის უმაღლესი და სპეციალური საშუალო განათლების მეთოდსაბჭოს წევრი, საქართველოს სსრ-ის უმაღლესი და სპეციალური საშუალო განათლების სამინისტროს საგამომცემლო პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიურ საბჭოს თავმჯდომარე და სხვ. მრავალი წლის მანძილზე იყო საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და ფსიქოლოგიაში სამეცნიერო ხარისხებისმიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე, აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის, საფრანგეთის, ჩეხოსლოვაკიის, იაპონიის, პოლონეთის და სხვა ქვეყნის მეცნიერებთან და მონაწილოებდა საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში.

1997 წლის 18 სექტემბერს გიორგი კეჩხუაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე. იგი სიცოცხლის უკანასკნელ წლებშიც აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო მორვაწეობას.

გამოუცემელი დარჩა მისი ორი უკანასკნელი ნაშრომი: „ფსიქოლოგიის ლექსიკონი“ და თარგმანი ფრიდრიხ ჰაიეკის წიგნისა, „საბედისწერო თავდაჯერებულობა“.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Giorgi Kechkhuashvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Giorgi Kechkhuashvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes