peoplepill id: giorgi-batiashvili
GB
Russia Georgia
3 views today
10 views this week
Giorgi Batiashvili

Giorgi Batiashvili

The basics

Quick Facts

Work field
Gender
Male
Place of birth
Tbilisi, Georgia
Age
90 years
The details (from wikipedia)

Biography

გიორგი (გიგა) ირაკლის ძე ბათიაშვილი (დ.29 მარტი, 1934, თბილისი) —ქართველი არქიტექტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982). არქიტექტურის კანდიდატი (1968), პროფესორი (1988). არქიტექტურის საერთაშორისოაკადემიკოსი (1992).

ბიოგრაფია

1958 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1967-იდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სამხატვრო აკადემიაში. 1973–1979 იყო ტექნიკის ესთეტიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მთავარი მხატვარი და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1978-იდან ხელმძღვანელობის საპროექტო ინსტიტუტის "თბილქალაქპროექტის" თბილისის სახელმწიფო დაცვითი ზონის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის სპეციალური არქიტექტურის სახელოსნოს. არჩეულია საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრად (1980-1992 მდივანი), რუსეთის არქიტურისა და სამშენებლო მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი (1994). ბათიაშვილი ავტორია სამეცნიერო გამოკვლევებისა ისტორიული ქალაქების აღდგენა-განაშენიანების დარგში. ძირითადი ნამუშევრები: თბილისის მეტროპოლიტენის სადგური "300 არაგველი" (1967; მოქანდაკე თეიმურაზ გიგაური, მხატვარი გივი გიგაური), თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური (1970-1971; თანაავტორები: არქიტექტორი ტ. ქუთათელაძე, მხატვარი ვ. ქოქიაშვილი), იტალიელთა წინააღმდეგობის მოძრაობის გმირთა მემორიალი პერეზაში (ქ. არონის მახლობლად, იტალია, 1972; მოქანდაკე თეიმურაზ გიგაური), თბილისის ისტორიული უბნების — შარდენის ქუჩის, ბამბის და რკინის რიგების, კონსტანტინე ლესელიძისა და დუტუ მეგრელის ქუჩების, ღვინის აღმართის, ქარვასლის, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და ორბელიანთ უბნის განაშენიანების რეკონსტრუქცია-რეგენერაცია (1979-1989), ძველი თბილიის ცალკეული შენობები. ბათიაშვილი ავტორია „მეიდნის“, ქეთევანწამებულის პროსპექტისა და ბარათაშვილის აღმართის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქცია-რეგენერაციის პროექტებისა თბილისის ისტორიულ უბნებში. თბილისის ისტორიული ნაწილის ქალაქთმშენებლობითი გარემოს ორგანიზაციისათვის 1985 მიენიჭა საერთაშორისო არქიტექტორთა კავშირის პრემია, ხოლო 1987 — სსრკ სახელმწიფო პრემია (შოთა ყავლაშვილთან ერთად). მიღებული აქვს საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის ჯილდო — სამკერდე ჯვარი (1983).

ლიტერატურა

  • ბერიძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 328, თბ., 1997 წელი.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Giorgi Batiashvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Giorgi Batiashvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes