Giorgi Badrishvili
Quick Facts
Biography
გიორგი მიხეილის ძე ბადრიშვილი (დ.15 აგვისტო , 1906, სოფ. ფცა, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი ―გ. 17 აპრილი, 1989, თბილისი ) —ქართველი აგრონომ-მემცენარე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1961), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).
1930 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1950-1974 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერების, პროპაგანდისა და სასოფლო-სამეურნეო განათლების მთავარი სამმართველოს უფროსი. 1974-იდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მემცენარეობის კათედრის გამგე. 1987-იდან - ამავე კათედრის კონსულტანტი. ბადრიშვილმა შეისწავლა კარტოფილისა და ძირხვენების აგროტექნიკური საკითხები საქართველოს პირობებში. ბადრიშვილი იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ორი შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
- თოდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 136, თბ., 1977 წელი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 324, თბ., 1975 წელი.