Gia Kharchilava
Quick Facts
Biography
გია (გიორგი) ხარჩილავა (დ. 17 აპრილი, 1970) — ქართველი პოლიტიკოსი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ნოემბრიდან.
1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერი გახდა.
ცესკოს შედეგების მიხედვით, ხარჩილავამ ხმათა 51,09% მიიღო (7248 ხმა), მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“ - გოგა გულორდავამ - კი 48,90% (6937 ხმა).
ხარჩილავას გამარჯვების შემდეგ წალენჯიხაში გადასახლების შესახებ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, ხოლო ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ წალენჯიხაში ბიზნესის გახსნის შესახებ განცხადება გაავრცელა.
ხარჩილავას ყავს მეუღლე და სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
- ბიოგრაფია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საიტზე დაარქივებული 2022-01-26 საიტზე Wayback Machine.
- გია ხარჩილავა Facebook-ზე