Elene Nanobashvili
Quick Facts
Biography
ელენე მიხეილის ასული ნანობაშვილი (დ. 8 ნოემბერი, 1914, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1951), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965).
ბიოგრაფია
1939 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი. 1941-1958 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობოს ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში. 1956 წლიდან ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტის პროფესორი. 1963-1973 წლებში ამავე ინსტიტუტის ქიმიის კათედრის გამგე. 1958 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიური ინსტიტუტის რადიაციაციულ ქიმიურ ლაბორატორიის გამგე. ელენე ნანობაშვილის შრომები ეძღვნება რადიაციულ ქიმიურ პროცესებს, იშვიათი ელემენტების ქიმიას და სხვა.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 312, თბ., 1984 წელი.