Dimitri Uchaneishvili
Quick Facts
Biography
დიმიტრი უჩანეიშვილი (დ. 4 ივნისი, 1969) — ქართველი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი და მთარგმნელი. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2007 წელს მოთხრობებით „ქრონიკა“ და „გოდო“, რომლებიც „ჩვენი მწერლობის“ მეექვსე ნომერში გამოქვეყნდა.
კიდევ რამდენიმე მოთხრობას მოყვა პიესა „ველბის ცხოვრება“, რომელიც 2011 წელს დაიბეჭდა ჟურნალში „ჩვენი მწერლობა“ და კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. არანაკლები მოწონება ხვდა წილად დიმიტრი უჩანეიშვილის შემდეგ პიესას „არჩი და ქეთ“.
გამოქვეყნებული აქვს ორი რომანი — ცნობიერების ნაკადის ხერხის გამოყენებით შექმნილი „In Homo“ (2012) და დისტოპია — „კოშკი“ (2013), ასევე უილიამ გოლდინგის მის მიერ თარგმნილი რომანი „შპილი“ (2013). შესრულებული აქვს ისააკ ნიუტონის, ჯონ რემსბერგის, ბერტრან რასელის, მარკ ტვენის, ჰაროლდ პინტერის, დიმიტრი მერეჟკოვსკის, ლევ ტოლსტოის და სხვათა ნაწარმოებების თარგმანები.
სხვადასხვა დროს მოთხრობები და პიესები გამოქვეყნებულია ჟურნალებში „ჩვენი მწერლობა“ და „ლიტერატურული პალიტრა“. თარგმნილია რუსულ და ინგლისურ ენებზე.
2016 წელს რუსულ ენაზე ცალკე წიგნად გამოიცა რომანი "In Homo".
პიესა "არჩი და ქეთ" გახდა Badenweiler-ის 2016 წლის საერთაშორისო დრამატურგიული კონკურსის ვერცხლის პრიზიორი.
ესსეები ქვეყნდება ბლოგზე.
ბიბლიოგრაფია
რომანები
- „In Homo“, (ალ. ორბელიანის საზოგადოება, 2012, ISBN 978-9941-0-4704-6);
- „კოშკი“,(ალ. ორბელიანის საზოგადოება, 2012, ISBN 978-9941-0-6158-5);
პიესები
- ველბის ცხოვრება;
- არჩი და ქეთ;
- აქ, ნეაპოლში!
- გაკვეთილი;
მოთხრობები
- ქრონიკა; გოდო;
- ნინო ი.;
- კონსტანტინე დიდის უკანასკნელი დღე;
თარგმანები
- შპილი (უ. გოლდინგი) (ინტელექტი, 2013; ISBN 978-9941-4-4021-2);
- ცხოველთა ფერმა (ჯ. ორუელი);
ციტატები
"არაფერია უფრო დამამცირებელი ადამიანისთვის, ვიდრე სიკვდილი" (In Homo).