peoplepill id: dilar-khabuliani
DK
Georgia
3 views today
3 views this week
Dilar Khabuliani
Georgian Politician

Dilar Khabuliani

The basics

Quick Facts

Intro
Georgian Politician
Places
Work field
Gender
Male
Age
72 years
Positions
Member of the Parliament of Georgia
The details (from wikipedia)

Biography

დილარ ხაბულიანი (დ. 24 ნოემბერი, 1952, სოფელი ცანი, ლენტეხის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი, სპორტსმენი (ძიუდო), საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, პოლიციის პოლკოვნიკი.

ბიოგრაფია

დილარ ხაბულიანი დაიბადა 1952 წლის 24 ნოემბერს, ლენტეხის რაიონის სოფელ ცანში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1970 წელს სწავლა განაგრძო საქართველოს ფიზიკური კულტურის ინსტიტუტში, პარალელურად, როგორც სპორტსმენი — მოჭიდავე მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებასა და ჩემპიონატში. 1974–1977 წლებში იყო საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის ფიზკულტურის ინსტრუქტორი. (1977–1979) და (1981–1982) სპორტული გაერთიანება „ქარიშხალას“ მწვრთნელი. 1979–1981 წლებში იყო საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის მწვრთნელი. ჭიდაობის სკოლის დირექტორი (1982–1990).

სსრკ ჩემპიონატების ორგზის მეორე (1976, 1980) და ორგზის მესამე (1975, 1978) პრიზიორი, სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1975), ბელგრადის, დუბროვნიკისა და ვარშავის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. საქართველოს ნაკრები გუნდის უფროსი მწვრთნელი (1982-1986). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ჩემპიონი გახდა გუნდურ ჩათვლაში (1983). ძიუდოში ევროპის ჩემპიონი (1977, რაინის ლუდვიგსჰაფენი, გფრ). 1990-2010 წლებში იყო საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი.

1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1990 წლის 22 ნოემბერს კი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად, სადაც 1992 წლის 5 იანვრამდე იმუშავა. 1995-1999 წლებში — საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი), ხოლო 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის კრწანისის მაჟორიტარი) საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ონი-ამბროლაური-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა. მან ხმების 15,88% (4263) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“. პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზე უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით).

ძირითადი შედეგები სპორტში

დისციპლინაადგილმდებარეობატურნირიწონითი კატეგორიაადგილი
ძიუდო
რაინის ლუდვიგსჰაფენი, გფრ
ევროპის ჩემპიონატი 197778 კგ01 1st

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Dilar Khabuliani is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Dilar Khabuliani
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes