peoplepill id: davit-jokhadze
DJ
Russia Georgia
6 views today
6 views this week
Davit Jokhadze
Georgian biologist

Davit Jokhadze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian biologist
Work field
Gender
Male
Place of birth
Chandari, Kakheti, Georgia
Age
77 years
Education
Tbilisi State University
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Georgia
Awards
Ivane Javakhishvili Medal
(1997)
Order of Honour
(1999)
State Prize of Georgia
(2000)
The details (from wikipedia)

Biography

დავით ივანეს ძე ჯოხაძე (დ. 9 ივნისი, 1927, სოფ. ჭანდარი, გურჯაანის რაიონი ― გ. 25 იანვარი, 2005) — ქართველი ბიოლოგი,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიიის ლაურეატი, მოლეკულური გენეტიკის ერთ–ერთი დამფუძნებელი კავკასიაში, საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

დავით ჯოხაძე დაიბადა 1927 წლის 9 ივნისს გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში; 1943 წელს დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1952–1962 წლებში ლექციებს კითხულობდა გენეტიკაში,ევოლუციის თეორიასა და ზოგად ბიოლოგიაში ნ. ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1962–1968 წლებში უფროს მეცნიერ–თანამშრომლად მუშაობდა ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში; 1968–1969 წლებში იყო უფროსი მეცნიერთანამშრომელი ფიზიკის ინსტიტუტის მაღალმოლეკულური ფიზიკის განყოფილებაში; 1963 წლიდან დავით ჯოხაძე ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენეტიკის კათედრის პროფესორად და პარალელურად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიის სერგო დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიიის ინსტიტუტში — მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიის გამგედ,ამ თანამდებობაზე მან გარდაცვალებამდე იმუშავა.

1953 წელს დავით ჯოხაძემ დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1974 წელს — სადოქტორო დისერტაცია. თავისი საქმიანობით დაკავშირებული იყო მრავალ ცნობილ სამეცნიერო დაწესებულებასთან: ენგელგარტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტთან, კურჩატოვის სახელობის ატომური ენერგიის ინსტიტუტთან, პალადინის სახელობის კიევის ბიოქიმიის ინსტიტუტთან, ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის კათედრასთან. 2000 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

შრომები

დავით ჯოხაძეს ეკუთვნის 160–მდე სამეცნიერო სტატია, სამი სახელმძღვანელო, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 14 საკანდიდატო დისერტაცია, ამასთანავე იყო 5 სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტიც. დავით ჯოხაძე დაჯილდოებული იყო ივანე ჯავახიშვილის მდელით 1997, ღირსების ორდენით 1999 არჩეული იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად, მედიკო–ბიოლოგიური, ეკოლოგიის და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. დავით ჯოხაძე აქტიურად თანამშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციასტან და მრავალი მნიშვნელოვანი სტატიის ავტორია; წლების მანძილზე მას მიჰყავდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე შემეცნებით პროგრამები. აქტიურად აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში.

დავით ჯოხაძისშრომები ძირითადად ეხება უმაღლესი ორგანიზმებისგენომის ფუნქციონირების მოლეკულური მექანიზმების კვლევას. დავით ჯოხაძემ დაამტკიცა სხვადასხვა ქსოვილის, აგრეთვე ერთი და იმავე ქსოვილის (თავის ტვინის მაგალითზე) სტრუქტურულ-ფუნქციურად განსხვავებულ უჯრედთა ბირთვების არათანაბარი ტრანსკრიფციული აქტივობა, გენომის მატრანსკრიბელი ფერმენტის — რნმ-პოლიმერაზის ძირითადი ფორმების განსხვავებული განაწილება ამ ბირთვებში, ფერმენტის რაოდენობრივ-თვისებრივი ცვლილებანი ჰორმონების გავლენით, რითაც გამოვლინდა გენომის შერჩევით მოქმედებაში ჰორმონების მონაწილეობის ერთ-ერთი გზა. დაახასიათა მცენარეული უჯრედის ბირთვებისა და ქლოროპლასტების გენომის ზოგიერთი ბიოქიმიური თავისებურება. შრომები ეხება აგრეთვე საქართველოში ბიოლოგიის, კერძოდ დარვინიზმის ისტორიის საკითხებს.

შვილიშვილი — მუსიკოსი დავით ჯოხაძე

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 577.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Davit Jokhadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Davit Jokhadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes