peoplepill id: darejan-tvaltvadze
DT
Georgia Russia
4 views today
5 views this week
Darejan Tvaltvadze
Georgian philologist

Darejan Tvaltvadze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian philologist
Work field
Gender
Female
Place of birth
Tbilisi
Age
66 years
The details (from wikipedia)

Biography

დარეჯან თვალთვაძე (დ. 20 მაისი 1958, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფილოლოგი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

ბიოგრაფია

დარეჯან თვალთვაძე 2004-2006 წლებში იყო თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტის ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი. 2006-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი. 2006-2012 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2010-2015 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 2015-2016 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე.

კვლევების ძირითადი მიმართულებებია: ქართული ენა, ძველი ქართული ენა და შუა საუკუნეების ძველი ქართული თარგმანები, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართული პალეოგრაფია, კოდიკოლოგია, ტექსტოლოგია, ახალი აღთქმის ქართული თარგმანის ტექსტისა და ენის საკითხები ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობები.

დარეჯან თვალთვაძე არის მრავალი პროფესიული ასოციაციისა და სარედაქციო საბჭოს წევრი: პატრისტიკული კვლევების საერთაშორისო ასოციაციის, გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოებისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, ათენის ჰუმანიტარული ქსელის დამფუძნებელი წევრი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო ჟურნალის „ჰუმანიტრაული კვლევების წელიწდეული“ სარედაქციო კოლეგიის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორენოვანი ელექტრონული სამეცნიერო რეცენზირებადი ჟურნალის „სპეკალის“ სარედაქციო კოლეგიის, ჟურნალ „ენათმეცნიერების საკითხების“ რედკოლეგიის, საქართველოს მულტილინგვური ასოციაციის ჟურნალის „HOMO LOQUENS“ სარედაქციო საბჭოს, სამეცნიერო ჟურნალ „Culture & Philosophy“ სარედაქციო საბჭოს წევრი და თსუ ქართული ენის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებულის რედაქტორი.

დარეჯან თვალთვაძე არის 1 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს, 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ასევე მრავალი საერთაშორისო და ლოკალური სამეცნიერო და სასწავლო გრანტების, პროექტების და პროგრამების შემსრულებელი და ხელმძღვანელი.

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Darejan Tvaltvadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Darejan Tvaltvadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes