peoplepill id: christine-tsintsadze
CT
Georgia Russia
7 views today
7 views this week
Christine Tsintsadze
ქართველი მოჯირითე

Christine Tsintsadze

The basics

Quick Facts

Intro
ქართველი მოჯირითე
Work field
Gender
Female
Birth
Death
Place of death
Lanchkhuti
Age
87 years
The details (from wikipedia)

Biography

ქრისტინე ცინცაძე (დ. 1869, სუჯუნა — გ. 1956, ლანჩხუთი) — ქართველი მოჯირითე ქალი. მონაწილეობას იღებდა WILD WEST შოუში აშშ-ში.

ქრისტინე ცინცაძე

დაიბადა სოფელ სუჯუნაში, მისი ქალიშვილობის გვარია ნოდია. ახალგაზრდობა ლანჩხუთში გაატარა და იქვე გათხოვდა 14 წლის ასაკში. შეეძინა სამი შვილი – ერთი ქალიშვილი და ორი ვაჟი. იყო თვითნასწავლი მკურნალი, ამზადებდა სხვადასხვა მალამოებს, ჰქონდა სამკურნალო წიგნი „კარაბადინი“, რომლითაც ხელმძღვანელობდა.

პირველად ქრისტინე სხვა ქალებთან ერთად ამერიკაში ლუკა ჩხარტიშვილმა ჩაიყვანა 1908 წელს. ცინცაძის მშობლები მის გამგზავრებაზე უარს აცხადებდნენ, მაგრამ მან მაინც თავისი გაიტანა. ამერიკაში წასვლამდე ლუკა ჩხარტიშვილი ავარჯიშებდა მონგრეულას ველზე. გადმოცემით ის ამერიკაში ჩიხტი-კოპში გამოპწყობილი ჩასულა. ის ცინცინატის ჯგუფში მოხვდა.

ქრისტინე ცინცაძე მაყურებელთა ყურადღებას იპყრობდა თავისი საოცარი გამბედაობით, ერთხელ ჯირითისას მას ცხენი წაექცა, ქრისტინემ ყბა დაჰკრა მიწას და კბილები ჩაემტვრა, მაგრამ უმალ წამოიჭრა, მოევლო ცხენს და განაგრძო ჭენება. ვაჟკაცური საქციელისათვის მხედარი ქალი ძვირფასი ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ბეჭდითა და ოქროს საათით დააჯილდოვეს. ოთხი წლის განმავლობაში ქრისტინე სამჯერ ჩამოაგდო მისმა საყვარელმა ცხენმა „ნალიმ“ და ხელ-ფეხი მოსტეხა, მაგრამ გამომჯანმრთელების შემდეგ კვლავ ჯიუტად განაგრძობდა ჯირითს. ცინცაძის მოტაცება რამდენიმეჯერ სცადეს ამერიკელებმა, მაგრამ ქართველებმა თავი არ დაანებეს.

1912 წელს ქრისტინე ცინცაძე სამშობლოში დაბრუნდა. მას და სხვა მხედრებს სადგურში ლანჩხუთის მოსახლეობა დახვდა ოვაციებით. დაბრუნების შემდეგ იგი ისევ მონაწილეობდა დოღ-მარულაში, პირველი ადგილიც ბევრჯერ დაუკავებია და ერთხელ ჯილდოდ ათასი მანეთიც კი მიიღო სიკვდილის წინ ქრისტინემ თავისი კაბები და ნივთები საჩუქრად დაარიგა, ხოლო ამერიკიდან ჩამოტანილი ფოტოებითა და სხვა მრავალი საგნით გატენილი ზანდუკი თავისი ხელით დაწვა.

იხილეთ აგრეთვე

  • გურული მოჯირითეები ამერიკაში

ლიტრატურა

  • ირაკლი მახარაძე, „ველური დასავლეთის მხედრები“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2011 ISBN 978-9941-15-482-9

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Christine Tsintsadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Christine Tsintsadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes