Quantcast
peoplepill id: tamaz-kereselidze
TK
4 views today
4 views this week
Tamaz Kereselidze

Tamaz Kereselidze Georgian microbiologist

Georgian microbiologist
Tamaz Kereselidze
The basics

Quick Facts

Intro Georgian microbiologist
Was Biologist Scientist Microbiologist
From Georgia Russia
Type Biology Science
Gender male
Birth 18 August 1925, Tbilisi
Death 28 December 1998, Tbilisi (aged 73 years)
The details

Biography

თამაზ სერგოს ძე კერესელიძე (დ. 18 აგვისტო, 1925, თბილისი — გ. 28 დეკემბერი, 1998, იქვე) — ქართველი მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი საქართველოში, ამავე ორგანიზაციის ექსპერტი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, რესპუბლიკის მთავარი ეპიდემიოლოგი, არჩეული იყო ჰოსპიტალური ინფექციების და ანტიბიოტიკების სამეცნიერო საზოგადოების წევრად (აშშ და ინგლისი).

ბიოგრაფია

თამაზ კერესელიძემ 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამავე წელს დაიწყო მუშაობა თბილისის მიკრობილოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტურა, 1961 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, 1972 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1952 წელს ასპირანტურაში ჩაბარების პარალელურად ინიშნება მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის და ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ. 1974 წლიდან – 1995 წლამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრის გამგეა.

თამაზ კერესელიძეს 1964 წლიდან, როგორც მიკრობიოლოგს იწვევენ სამუშაოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. 1966 წლამდე იყო ინდოეთში, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის რეგიონული ბიუროს კონსულტანტ–სპეციალისტი. 1966 – 1970 წლებში მოღვაწეობდა ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ–ბინაში, როგორც ბაქტერიოლოგიურ სნეულებათა განყოფილების უფროსი სამედიცინო მუშაკი, 1974 – 1984 წლებში, ისევ ჟენევაში, ამავე ორგანიზაციის მთავარი სპეციალისტია. 1992 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი საქართველოში. 1985 წლიდან, ამავე ორგანიზაციის ექსპერტია.

მისი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები ეხებოდა განსაკუთრებით საშიში ინფექციურის სნეულებების ეპიდემიოლოგიისა და პროფილაქტიკის პრობლემებს. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული შრომები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში შესაბამისი პროგრამების შემუშავების საფუძველი გახდა. მისი ხელმძღანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, გამოქვეყნდა 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მიკრობიოლოგიის და ეპიდემიოლოგიის პრობლემურ საკითხებზე.

სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობაში შეტანილი წვლილისათვის თამაზ კერესელიძე დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის და ღირსების ორდენებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ბიფურკაციული ნემსის ორდენი“, რომლითაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თამაზ კერესელიძე ჟენევაში დააჯილდოვა. ის იყო პირველი ქართველი მკვლევარი, რომელმაც აღნიშნული ორდენი ყვავილის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიიღო.

თამაზ კერესელიძე გარდაიცვალა 1998 წელს.

ლიტერატურა

  • ტრადიციებით მომავლისკენ, თსსუ–ის საიუბილეო კრებული, თბ., 2010 წ. I$BN 978–9941–0–2788–8.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
comments so far.
Comments
arrow-left arrow-right arrow-up arrow-down instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube stumbleupon comments comments pandora gplay iheart tunein pandora gplay iheart tunein itunes