peoplepill id: shalva-karmeli
SK
Georgia Russia
1 views today
1 views this week
Shalva Karmeli
Georgian poet

Shalva Karmeli

The basics

Quick Facts

Intro
Georgian poet
A.K.A.
Shalva Gogiashvili
was
Work field
Gender
Male
Birth
1899, Kutaisi
Death
19 January 1923, Tbilisi (aged 24 years)
Age
24 years
The details (from wikipedia)

Biography

შალვა კარმელი (გოგიაშვილი) (დ. 1899, ქუთაისი – გ. 19 იანვარი, 1923, თბილისი) — ქართვლი პოეტი, ცისფერყანწელთა წევრი.

ბიოგრაფია

მამა - პავლე გოგიაშვილი, ავეჯის ოსტატი, ზემო სიმონეთიდან ჩასახლებულა ქუთაისში. დედა - მატრონე კუტალაძე, დიასახლისი. შალვა ქუთაისის გიმნაზიაში შესულა სასწავლებლად. მისი გიმნაზიელი მეგობარი იოსებ ბარათაშვილი იგონებს:

ვიკიციტატა
„ლექსების წერა ადრე დაიწყო. 1916 წლიდან მე იგი ხშირად მიკითხავდა და მაძლევდა, ზოგჯერ უბის წიგნაკშიც ჩამიწერდა ხოლმე თავის ლექსებს.“

შალვა კარმელის გიმნაზიაში სწავლის დროს შექმნილი ნაწარმოებები სასწაულებრივად გადაურჩა ხანძარს. შალვა გოგიაშვილმა ფსევდონიმად "კარმელი" აირჩია. კარმელი ბიბლიური მთაგრეხილია პალესტინაში და ქალაქი ხაიფა კარმელის მთის ძირში მდებარეობს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს იეზუიტმა ბერებმა ამ მთაზე 1156 წელს დააარსეს მონასტერი და დასაბამი მისცეს "კარმელისტების" ორდენს. კარმელისტები ფეხშიშველნი დადიოდნენ, ქრისტესავით უქონელნი იყვნენ და მხოლოდ ღმერთს ემსახურებოდნენ.

1918-19 წლებში თბილისში ცხოვრობდა. 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ცხოვრობდა ამჟამინდელ გრიბოედოვის ქუჩაზე, ტიციან ტაბიძის მახლობლად.

1921 წელს შალვა კარმელი აირჩიეს სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად და ამავე წელს იგი ოფიციალურად შედის "ცისფერყანწელთა" ორდენში, როგორც ნამდვილი წევრი. იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო მათ შორის. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: "საქართველო", "სამშობლო", "მეოცნებე ნიამორები", "ბარიკადი" "რუბიკონი" და ა.შ.

1921 გამოვიდა შალვა კარმელის პირველი წიგნი "ბაბილონი", გამოსაცემად გამზადებული ჰქონდა ორი ახალი კრებული: "აპოკალიფსის ცხენები" და "თეთრი გიორგი". ეს ორი გამოსაცემად გამზადებული წიგნი შალვა კარმელის გარდაცვალების შედეგად გამოუცემელი დარჩა და ინახებოდა რაჟდენ გვეტაძესთან. გვეტაძის გარდაცვალების შემდეგ წიგნები უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

შალვა კარმელის ლექსების წიგნი საბჭოთა პერიოდში პირველად უნდა გამოსულიყო 1959 წელს, მაგრამ კომუნისტური იდეოლოგიის "ფხიზელმა" მუშაკებმა წიგნის ტირაჟი გაანადგურეს, როგორც იდეოლოგიურად მიუღებელი.

1970 წელს პოეტ შალვა კარმელის უმცროსი ძმის - მწერალ კუკური გოგიაშვილის ძალისხმევით, მაინც გამოვიდა შალვა კარმელის ლექსების მცირე კრებული "ლექსები", ბატონ კოლაუ ნადირაძის შესავალი წერილით.

1982 წელს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორისა და საქართველოს მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობის დახმარებით ხელმეორედ გამოვიდა შალვა კარმელის ლექსების წიგნი "ბაბილონი". წიგნის შესავალი ეკუთვნის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გურამ ბენაშვილს.

შალვა კარმელს მკურნალობის კურსი ჩაუტარებია აბასთუმანში, რასაც ადასტურებს მის პირად არქივში არსებული სამედიცინო ცნობა, გაცემული აბასთუმნის საკურორტო მმართველობის მიერ 1922 წლის 10 სექტემბერს.

1922 წლის 13 სექტემბერს შალვა აბასთუმნიდან ჩამოდის ქუთაისში და შემდეგ თბილისში, მაგრამ შერყეული ჯანმრთელობა საშუალებას არ აძლევს, გააგრძელოს აქტიური ლიტერატურული მოღვაწეობა.

1923 წლის 19 იანვარს ენა ჩაუვარდა და 25 იანვარს, ღამის პირველ საათზე, გარდაიცვალა, სიკვდილის წინ შეძლო რამდენიმე სიტყვის თქმა: უკანასკნელი სურვილი იყო, რომ მის დასაფლავებას დასწრებოდნენ მეგობრები ახალი მწერლობის კავშირიდან.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Shalva Karmeli is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Shalva Karmeli
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes