Quantcast
peoplepill id: rodion-korkia
RK
1 views today
1 views this week
Rodion Korkia

Rodion Korkia

Georgian writer
Rodion Korkia
The basics

Quick Facts

Intro Georgian writer
Was Writer
From Georgia Russia
Type Literature
Gender male
Birth 1 January 1894
Death 10 January 1984, Tbilisi (aged 90 years)
The details

Biography

როდიონ კალენიკეს ძე ქორქია (დ. 1 იანვარი, 1894, ჭალადიდი, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 10 იანვარი, 1984, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

დაამთავრა ფოთის სამოქალაქო სასწავლებელი, ხოლო, 1914 წელს გიმნაზია, სადაც ყმაწვილი ნიკო ნიკოლაძემ მიაბარა. რ. ქორქიას ადრევე ერგო ბედნიერება შეხვედროდა მეორე დიდ ქართველს: ჯერ კიდევ 13 წლისამ ფოთში აკაკი წერეთლის საიუბილეო საღამოზე დიდ მგოსანს უძღვნა საკუთარი ლექსი, რისთვისაც საქართველოს პოეტთა უგვირგვინო მეფემ მადლობა გადაუხადა ყრმას და დაულოცა სამწერლობო გზა.

1914 წელს რ. ქორქია შევიდა ხარკოვის უნივერსიტეტში, მაგრამ მალე მობილიზაციით ჯარში გაიწვიეს, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო და სამოქალაქო ომებში. 1920 წელს დაბრუნდა სამშობლოში, ფოთში, შემდეგ თბილისში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: იყო გაზეთ „კოლექტივიზაციისათვის“ განყოფილების გამგე, შემდეგ ჟურნალ „პიონერის“ პასუხისმგებელი მდივანი. 1949-1954 წლებში საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავჯდომარის მოადგილე.

მწერლამა პირველი მოთხრობა „ნიღაბქვეშ“ ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“ 1927 წელს დაბეჭდა. აქედან მოყოლებული, მკითხველი ხვდება მწერლის ნაწარმოებს, პერიოდიკაში თუ ცალკე წიგნების სახით, მისი პიესები იდგმებოდა ჩვენი თეატრების სცენებზე.

რ. ქორქია სამოც წელზე მეტხანს იღწვოდა და საკუთარი კვალი დატოვა ჩვენს მრეწველობაში. აღსანიშნავია მისი დიდი დამსახუება ქართულ საბავშვო ლიტერატურაში. მწერლის ნაწარმოებებზე იზრდებოდა მკითხველთა თაობები. განსაკუთრებული სიყვარულით მიიღო საზოგადოებამ მისი ქმნილებანი: „მარილის აკვანში“, „ოქსანა“, „მიშა პოპოვი“, „თეთრი ხატა“, „ყელსახვევი“ და სხვა. მწერლის ბევრი ნაწარმოები თარგმნილია რუსულ და სსრ ხალხთა ენებზე. თავადაც თარგმნიდა რუს მწერლებს, მაგალითად ნ. ოსტროვსკის, ა. ტოლსტოის, ა. გაიდარს და სხვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საინტერესო მონოგრაფიები აკაკი ფაღავასა და ალექსანდრე წუწუნავაზე.

როდიონ ქორქიას პირველს მიენიჭა შიო მღვიმელის პრემიის ლაურეატობა. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
comments so far.
Comments
arrow-left arrow-right arrow-up arrow-down instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube stumbleupon comments comments pandora gplay iheart tunein pandora gplay iheart tunein itunes