Quantcast
NJ
Georgia Georgia Russia
64 views this week
Nino Javakhishvili

Nino Javakhishvili

Georgian anatomist
The basics
Quick Facts
Intro Georgian anatomist
Countries Soviet Union Georgia Georgia Russia
Occupations Anatomist
Gender female
Birth October 7, 1914 (Moscow)
Death July 24, 2012 (Tbilisi)
Education Tbilisi State Medical University
The details
Biography

ნინო ალექსანდრეს ასული ჯავახიშვილი (დ. ძველი სტილით 7 ოქტომბერი, ახალი სტილით 20 ოქტომბერი, 1914, მოსკოვი, ― გ. 24 ივლისი, 2012, თბილისი, საქართველო) — ქართველი ანატომი და სახელმწიფო მოღვაწე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1953), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). სკკპ წევრი 1944 წლიდან. ალექსანდრე ჯავახიშვილის შვილი.

1935 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტულ მორფოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1959-2006 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი.

ნინო ჯავახიშვილი არის 275 სამეცნიერო შრომისა და 7 მონოგრაფიის ავტორი. 43 ნაშრომი გამოქვეყნებულია უცხო ენებზე. მისი სამეცნიერო გამოკვლევები მიეძღვნა გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემის მორფოლოგიასა და ექსპერიმენტული მედიცინის სხვადასხვა საკითხს. ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე (1966-1977) და საპატიო წევრი, გერონტოლოგთა საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე უნგრეთის (1974), ბულგარეთის (1975) ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებებისა და ჩეხოსლოვაკიის (1975) პურკინეს სახელობის სამეცნიერო სამედიცინო საზოგადოების საპატიო წევრი. თბილისის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე.

საქართველოს სსრ II-V მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1953-1963). სსრკ IX და X მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1945 წლიდან საბჭოთა ქალთა კომიტეტის წევრი, 1945 წლიდან — საქართველოს ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე, 1950 წლიდან მშვიდობის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. სკკპ XXII ყრილობის დელეგატი.

ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე (1966-1977) და საპატიო წევრი, გერონტოლოგთა საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე უნგრეთის (1974), ბულგარეთის (1975) ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოებებისა და იმდროინდელი ჩეხოსლოვაკიის (1975) პურკინეს სახელობის სახელობის სამედიცინო საზოგადოების საპატიო წევრი.

არჩეული იყო 2003 წლის ქალად „Who Is Who“ (IX ტომი) და ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის მრჩევლად. ამერიკის ინსტიტუტის მიერვე 2005 წლის 25 ნოემბერს ნომინირებულია XXI საუკუნის დიდ მოაზროვნედ.

ნინო ჯავახიშვილის მამა იყო ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი ალექსანდრე ჯავახიშვილი.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით, აგრეთვე მედლით მამაცური შრომისათვის დიდ სამამულო ომში 1943-1945 წლებში.

თხზულებები

  • ზურგის ტვინის ნერვული წნულებისა და სიმპათიკური წველის ფორმა და ურთიერთობა, თბ., 1952.
  • Изменения ангиоархитектоники крестообразной извилины после перевязки сонной артерии. Кандидатская диссертация, 1941, 120 стр. (отмечено Резолюцией Всесоюз. V Съезда АГЕ, Ленинград. 1951.
  • Коллатеральные пути печеночной артерии. Тр. Ин-та эксп. морф. 1952. Т. IV, стр. 65-147.
  • Сосуды сердца. Изд. «Мецниереба», Тбилиси, 1963, стр. 212. соавтор М.Э.Комахидзе.
  • К изучению восстановления кровообращения сердца при экспериментальном инфаркте миокарда. Изд. «Сабчота Сакартвело», 1967, соавт. М.Э.Комахидзе.
  • Сосуды сердца. Изд. «Наука», Москва, 1963, стр. 366. Соавтор М.Э.Комахидзе.
  • Le courant sanguin retrograde dans le myocard. Проблемы на сравнит. экспер. морф. эмбриол. София, 1977, 297-303.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 528, თბ., 1987 წელი.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
comments so far.
Comments
თხზულებები რესურსები ინტერნეტში ლიტერატურა
arrow-left arrow-right arrow-up arrow-down instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube stumbleupon comments comments pandora gplay iheart tunein pandora gplay iheart tunein itunes