Quantcast
peoplepill id: nestor-gabilaia
NG
1 views today
1 views this week
Nestor Gabilaia
Georgian Economist

Nestor Gabilaia

Nestor Gabilaia
The basics

Quick Facts

Intro Georgian Economist
Was Economist Educator
From Georgia Russia
Field Academia Finance
Gender male
Birth 1895, Abasha
Death 1985, Tbilisi (aged 90 years)
Family
Spouse: Fati Khundadze
The details (from wikipedia)

Biography

ნესტორ სპირიდონის ძე გაბილაია (დ. 1895, აბაშა ― გ. 1985, თბილისი) — ქართველი მეცნიერი–ეკონომისტი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიის დოქტორი (1924), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1945), პირველი ქართველი ფსიქოლოგი ქალის, პროფესორ ფატი ხუნდაძის მეუღლე.

ბიოგრაფია

დაიბადა სამეგრელოში, აბაშაში, აზნაურის, აგრონომ სპირიდონ გაბილაიას ოჯახში.

1916 წელს ნესტორ გაბილაიამ დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, ხოლო 1923 წელს ბერლინის (გერმანია) ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტი. სტაჟირება გაიარა ჟენევაში. 1924 წელს მიენიჭა იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი ეკონომიკის დარგში.

მოღვაწეობა

1916-1918 წლებში ნესტორ გაბილაია ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისში. 1918 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) დაარსებისთანავე, იგი ჩაირიცხა სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იმავე წელს სწავლის გასაგრძელებლად გააგზავნეს გერმანიაში. აქ გაიცნო მან შემდგომში მისი მეუღლე, დიდი ქართველი პედაგოგის სილოვან ხუნდაძის ასული, შემდგომში ფსიქოლოგი, პროფესორი ფატი ხუნდაძე. 1919-1923 წლებში ნ. გაბილაია იყო გერმანიის ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1923-1925 წლებში იგი კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც 1924 წელს მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მისი სადისერტაციო ნაშრომი იმავე წელს გამოსცა ხსენებულმა უნივერსიტეტმა. გარდა ამისა, იენის უნივერსიტეტის შრომებში გამოქვეყნდა მისი 10–მდე სტატია სოფლის მეურნეობის ეკონომიკის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა გამოჩენილ გერმანელ მწერლებთან თომას და ჰაინრიხ მანებთან. 1920–1921 წლებში ისმენდა ალბერტ აინშტაინის ლექციებს ბუნებისმეტყველების]] ისტორიაში.

1926 წლის დამდეგს ნესტორ გაბილაია მეუღლესთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. აღნიშნული წლის დამლევს, როგორც იმ დროისთვის უკვე ცნობილი სპეციალისტი, იგი დაინიშნა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სახალხო კომისარიატის (სამინისტროს) ჩაის მრეწველობის ტრესტის („საქჩაი“) მმართველად. იმ ხანებში საქართველოს საბჭოთა რეჟიმმა დაიწყო დასავლეთ საქართველოში ჩაის კულტურის მასობრივად გაშენება. 1928 წელს გაბილაია საჯაროდ გამოვიდა საქართველოში ჩაის, როგორც მონოკულტურის, გავრცელების წინააღმდეგ, ვინაიდან ჩაი მონოკულტურის სახით გაშენებული იყო კოლონიურ ქვეყნებში, რაც მეტად უარყოფით ზეგავლენას ახდენდა ამ ქვეყნების ქალთა ჯანმრთელობაზე. ამის შემდეგ გაბილაია გაათავისუფლეს თანამდებობიდან და, ერთხანს, სდევნიდნენ კიდეც.

1930 წელს გაბილაია მიწვეულ იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის უფროს მასწავლებლად. აღნიშნულ კათედრაზე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 1952 წლამდე. 1945 წელს იგი იყო თსუ-ის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მან აღზარდა ქართველ გერმანისტთა არაერთი თაობა. 1952 წელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იძულებული გახდა თავი დაენებებინა უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის.

1953 წელს ნესტორ გაბილაია მიწვეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საბიბლიოთეკო საბჭოს და აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის კონსულტანტად უცხოენოვანი ლიტერატურის დამუშავებისა და აღწერის დარგში. აქ მუშაობდა იგი 1959 წლამდე. აღსანიშნავია, რომ ქართული, რუსული და გერმანული ენების გარდა სრულფასოვნად ფლობდა ფრანგულ და იტალიურ ენებს.

აღსანიშნავია, რომ ნესტორ გაბილაია სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა მთარგმნელობით და კვლევით მოღვაწობას. მან ქართულად თარგმნა გერმანელი მეცნიერ-ეკონომისტის, პროფესორ რულეს მთელს ევროპაში ცნობილი კაპიტალური ნაშრომი "პური ოთხი მილიარდისათვის" და მას დაურთო საკუთარი ვრცელი შენიშვნები (თარგმანის ხელნაწერი, გაბილაიას ანდერძის შესაბამისად, დაცულია მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში).

ნესტორ გაბილაია გარდაიცვალა თბილისში, 90 წლის ასაკში. დაკრძალულია მუხათგვერდის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

  • ლევან ურუშაძე. როგორც "არასაიმედო".- გაზ. "თბილისი", 1991 წ. 3 დეკემბერი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article on 23 Jul 2019. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Reference sources
References
http://el.ge/article/?id=7085&type=book
http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/132002
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00011540
Sections Nestor Gabilaia

arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes