peoplepill id: nadim-nizharadze
NN
Georgia Russia Russia
1 views today
8 views this week
Nadim Nizharadze
Georgian geographer

Nadim Nizharadze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian geographer
A.K.A.
ნიჟარაძე, ნადიმ
Work field
Gender
Male
Place of birth
Vaio, Keda Municipality
Place of death
Batumi, Adjara Autonomous Republic, Georgia
Age
71 years
The details (from wikipedia)

Biography

ნადიმ იზეთის ძე ნიჟარაძე (დ. 5 მაისი, 1911, ვაიო, ქედის მუნიციპალიტეტი — გ. 12 ივლისი, 1982, ბათუმი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982). სკკპ წევრი 1939 წლიდან.

ბიოგრაფია

1930 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური სასწავლებელი, 1936 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1936 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად. 1936 წლიდან აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორია. ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს და ამავე დროს 1937 წლიდან იყო გეოგრაფიის კათედრის გამგე. 1938 წელს დაინიშნა აჭარის განათლების მინისტრად, 1944 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „აჭარის ალპური მეურნეობა“, რომელიც 1948 წელს მონოგრაფიის სახით გამოიცა.

1949 წლის მარტიდან დოცენტი ნადიმ ნიჟარაძე გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. მისი რექტორობის პერიოდში არსებულ კორპუსზე დაშენდა მესამე სართული, კეთილმოეწყო ეზო, დაიდგა რუსთაველის ძეგლი. შენობაში გაიყვანეს ცენტრალური გათბობა. ნადიმ ნიჟარაძემ რექტორად იმუშავა 1954 წლის ოქტომბრამდე. 1954 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის გამგე.

1970 წელს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მთისა და ბარის რაიონების მოსახლეობის ცხოვრების დონის დაახლოების ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები და მათი გადაწყვეტის ცდები აჭარის ასსრ მაგალითზე“. მისი ნაშრომები ეძღვნება აჭარის მთიანი რაიონების ეკონომ-გეოგრაფიულ პრობლემებს. ნადიმ ნიჟარაძე ავტორია 90-მდე ნაშრომისა.

თხზულება

  • აჭარის ალპური მეურნეობა, ბათ., 1948.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 442, თბ., 1984 წელი.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Nadim Nizharadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Nadim Nizharadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes