Quantcast
Makvala Mrevlishvili: Georgian poet (1909 - 1992) | Biography, Facts, Information, Career, Wiki, Life
peoplepill id: makvala-mrevlishvili
MM
1 views today
5 views this week
Makvala Mrevlishvili
Georgian poet

Makvala Mrevlishvili

Makvala Mrevlishvili
The basics

Quick Facts

Intro Georgian poet
Was Writer Children's writer
From Georgia Russia
Field Literature
Gender female
Birth 14 February 1909, Sighnaghi
Death 5 September 1992, Tbilisi (aged 83 years)
Family
Father: Alexander Mrevlishvili
The details (from wikipedia)

Biography

მაყვალა ალექსანდრეს ასული მრევლიშვილი (დ. 14 თებერვალი, 1909, სიღნაღი — გ. 5 სექტემბერი, 1992, თბილისი) — ქართველი საბავშვო პოეტი.

ბიოგრაფია

დაიბადა გამოჩენილი მხატვრის ალექსანდრე მრევლიშვილის ოჯახში. მას ბავშვობიდანვე მწერალთა და ხელოვანთა გარემოცვაში მოუწია აღზრდამ, რამაც განაპირობა მისი მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბება, პოეტური გემოვნების დახვეწა. 1925 წელს დაამთავრა თბილისის მე-8 საშუალო სკოლა, ხოლო 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის ლიტერატურული განყოფილება. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს რადიოკომიტეტის საბავშვო გადაცემათა რედაქტორად, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ თანამშრომლად, იყო მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის მხატვრული კითხვის წრის ხელმძღვანელი, საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო სექციის ბიუროს მდივანი, ჟურნალ „დილას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. პირველი ლექსი „წერილი აბასთუმნიდან“ 1927 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი „ლექსები“ 1940 წელს. ქართველმა ბავშვებს შორის პოპულარული იყო მისი ლექსები „დილა მშვიდობისა“, „საწყალი კურდღელი“, „ჩიტო-ჩიტო“, „შენ გიგალობ პატარავ“, პოემები „ჭანჭიკელა“, „გოგია და ტოლია“, „მიყვარს ყველა ცისარტყელა“ და მრავალი სხვა. მან გადაამუშავა და გამოსცა ქართული ხალხური ზღაპრები „ირმისა“ და „კომბლე“.

მაყვალა მრევლიშვილი ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც. ქართულ მკითხველს გააცნო ფრანგული ხალხური საბავშვო ლექსები, შარლ დე კოსტერის რომანი „ულენშპიგელის ლეგენდა“, ლიტვური ზღაპარი „მზის დამხსნელი“.

მინიჭებული ჰქონდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, დაჯილდოებული იყო იაკობ გოგებაშვილის მედლით, საპატიო ნიშნის ორდენებით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Sections Makvala Mrevlishvili

arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes