peoplepill id: levan-sanikidze
LS
Georgia Russia
1 views today
1 views this week
Levan Sanikidze
Georgian writer

Levan Sanikidze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian writer
A.K.A.
სანიკიძე, ლევან
Gender
Male
Age
76 years
The details (from wikipedia)

Biography

ლევან სანიკიძე (დ. 26 იანვარი, 1925 — გ. 29 იანვარი, 2001) — ქართველი მწერალი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ლევან სანიკიძემ დაამთავრა წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი. იყო სიმონ ყაუხჩიშვილის ასპირანტი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამი წელი იმსახურა ჯარში. 28 წლის ასაკში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1966 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა პროფესორის წოდება.

1975 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგედ.

1956 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა „გაიუს გრაკხუსი“, რომელიც 1957 წელს დაიდგა. ამას გარდა, მას ჰქონდა პიესები „მედეა“, „სპარტაკი“, „ქუთათურები“, რომლებიც დიდი წარმატებით იდგმებოდა ქართული თეატრების სცენებზე.

1976-1981 წლებში გამოქვეყნდა ლევან სანიკიძის მხატვრულ-დოკუმნტური თხზულება „უქარქაშო ხმლები“, რომელიც რამდენიმეჯერ გამოიცა. მასვე ეკუთვნის ასევე პოპულარული წიგნები: „ანტიკური ქვეყნების ისტორია“, „ამბავი კოლხი ასულისა“, „რომის იმპერია“, „მარიუსი და სულა“, „კვერთხი ეშმაკთა“, „კეისარიადა“, „სამას-სამასი“, „ალექსანდრე მაკედონელი“, „გიორგი სააკაძე“, „დედა ისტორია“, „დავით აღმაშენებელი“, „თამარიანი“, „სავედრებელი გიორგი ათონელისა“, „მესამე დასის საქართველო“, „წიგნი მოწამეთა“, „პონტოელნი“, „მკვლელობა ხობის წყლის პირას“, „პუნიკური ომები“.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Levan Sanikidze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Levan Sanikidze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes